სხვა
ბოშა ბარონების მდიდრული ცხოვრება, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
2023, 4 მარტი, 20:34
ბევრი ჩვენგანი ბოშებს ქუჩებში ძირითადად მკითხავების სახით ხვდება, რომლებიც გამვლელებისგან გარკვეული თანხის გამოძალვას ყველა საშუალებით ცდილობენ, თუმცა ეს ადამიანები დანარჩენებისგან განცალკევებით, სულ სხვაგვარად ცხოვრობენ. ისინი დიდ ფულს შოულობენ და ეს ამ ფოტოებიდანაც თვალნათლივ ჩანს. ძირითადი კაპიტალი ბარონების ხელშია კონცენტრირებული, რომლებიც ინვესტირებას უძრავ ქონებაში ახდენენ.
მოდით, მათი შემოსავლის წყაროს დეტალებს ნუღარ ჩავუღრმავდებით და პირდაპირ ბოშათა მდიდრული ცხოვრების ამსახველი ფოტოების ნახვაზე გადავიდეთ.
ეს თავად რუმინეთის "მეფე" ფლორიან ჩიოაბაა. 2000-იანი წლების დასაწყისში ის ევროპული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც მას სასამართლომ თავისი 12 წლის ქალიშვილის 15 წლის საქმროზე გათხოვება აუკრძალა. ჩიოაბამ თავისი მრისხანე მოთხოვნებით სტრასბურგის სასამართლო რასაც ჰქვია "დაბომბა", თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი გადაწყვეტილების ერთგული აღმოჩნდა: "ქალიშვილი 16 წლის შესრულებას უნდა დაელოდოს". რამდენიმე წლის წინ რუმინეთის ხელისუფლებამ ფლორიან ჩიოაბას ნება დართო, ადგილობრივი ბოშებისთვის სასამართლო დაეარსებინა, სადაც მისი "კანონების" მიხედვით მისივე ქვეშევრდომების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოხდებოდა.
ფლორიან ჩიოაბა ცხოვრებას ნამდვილად არ უჩივის (ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, რუმინეთში, ანტალიაში დასვენების დროს 59 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაცვლილი "ბოშათა მეფის" ფლორიან ჩიოაბას დაკრძალვა გაიმართა.
სამგლოვიარო პროცესია, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ათიათასობით ბოშა ესწრებოდა, ცხრა კილომეტრზე ვრცელდებოდა. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის საფლავი გვირგვინით თვით რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ შეამკო)
ეს კი, რუმინეთის ქალაქების ტიმიშოარასა და ბუზესკუს მახლობლად ბოშა მილიონერთა სასახლეები გახლავთ.
აღმოსავლეთ ევროპის ბოშათა "ელიტის" ტიპიური წარმომადგენლები (მათ სხეულზე ასხმული ოქროს სამკაულებით თუ ვიმსჯელებთ მათ საფასურად სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა წლის განმავლობაში ასობით რიგითი ბოშას გამოკვება)
ბოშათა "ელიტის" ბრწყინვალე წარმომადგენლები
მდიდარი ბოშა ბარონების სახლები კი შიგნიდან აი, ასე გამოიყურება