x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იმედი მაქვს, ამ წიგნით მაინც გავაგებინებ ფრანგებს, რომ უკრაინამდე ჩვენს გვხოცა რუსმა, ბუჩამდე გაგრა იყო, სულ ახლახანს შინდისი" - დიანა ჭანკოტაძე
image

"ვუყურებ რა ფრანგულ არხებს როგორც ქართველი, თავს ვგრძნობ ცოტა არ იყოს და დაბეჩავებულად.


ამ ბოლო ხანებში თუ ახსენებენ საქართველოს მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთს ეხმარება“, მხოლოდ იმ ქვეყანათა სიაში, რომელსაც რუსეთი იყენებს მომარაგებისთვის და ა.შ


ვერაფრით ვერ მივაღწიე იმას მოვხვდე მათ გადაცემებში, შეუღწევადი რგოლია, პარიზშიც არ ვცხოვრობ პირდაპირ მივადგე.



ამიტომ ვწერ წიგნს, იმედია ამბავს ასე მივაწვდენ..


"რუსეთი ჩემი მეზობელი".


წიგნის გარეკანზე ასახული პატარა გოგო, ახლა ჩემი ასაკისაა. ისიც ჩვენი მწარე ისტორიის ნაწილია, ამ ფოტოს ამბავს წიგნშიც გამოვიყენებთ. წიგნის კორექტორებმა მითხრეს, რომ ძნელია წასაკითხადაც, გასააზრებლადაც, აღსაქმელადაც და ეს კარგის ნიშანია...


იმედი მაქვს, ამ წიგნით მაინც გავაგებინებ ფრანგებს, რომ უკრაინამდე ჩვენს გვხოცა რუსმა, ბუჩამდე გაგრა იყო, სულ ახლახანს შინდისი იყო და მათ სანქციებიც კი არ დაუწესებიათ ქართველების სისხლით გაუმაძღარი რუსებისთვის.


ცოტა "სკილეტები" თავის კარადაშიც უნდა ეძებონ ევროპელებმა. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთს კლიმატზე ზრუნვის ხელშეკრულებები გაუფორმეს და გაქანებულ სავაჭრო თუ კულტურულ გაცვლებში იყვნენ.


რუსთან ნაბრძოლი, ნატანჯი, გაუხარელი ქართველი ხალხი, არცერთი ხელისუფლება არ არის და კარგია ევროკავშირამდე ამას თუ მივიტანთ ერთად და ერთიანობით.


ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენი ხალხი ყველაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.


დედის დღეს ვულოცავ ქართველ ქალებს, ათას ჭირგამოვლილებს, რუსისგან შვილებდახოცილებს, მაგრამ მაინც ძლიერებს, ლამაზებს, შეუპოვრებს და საქართველოს საძირკველ-საყრდენ ქალებს" - წერს სოციალურ ქსელში სტრასბურგში მცხოვრები ასოცირებული პროფესორი და ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე.



0
76
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0