სიახლეები დანიაში აუქმებენ რელიგიურ დღესასწაულს, რათა "ნატოს" წევრობის ვალდებულება შეასრულონ 2023, 3 მარტი, 13:02 ![]() მთავრობამ გამოთვალა, რომ მოქალაქეებს თერთმეტი უქმე დღიდან ერთს თუ მაინც გაუუქმებენ, 2030 წლისთვის შესაძლებელი გახდება იმ დონის თანხა გამოიმუშაონ, რომ სამხედრო ხარჯებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მა შეადგინოს. დანიელებს ასეთი ბიუჯეტის სტანდარტი ჯერ კიდევ 2006 წელს ნატოს სამიტზე დაუმტკიცეს, მაგრამ არ აპირებდნენ მის შესრულებას, სანამ დონალდ ტრამპმა უხეშად არ შეახსენა ამის შესახებ 2018 წელს. ახლა საკუთარი მთავრობა დანიელებს ახსენებს, რომ პირველ რიგში უსაფრთხოებაა აუცილებელი, ამის მაგალითად რა თქმა უნდა არ ავიწყდება რუსული საფრთხე. 2022 წლის დეკემბერში, მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა სახელმწიფო ფინანსების გაძლიერება ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის გაუქმებით და სამუშაო დღედ გამოცხადებით. მთავრობის არჩევანი დაეცა "საყოველთაო ლოცვის" დღეზე, რომელიც აღინიშნება 1686 წლიდან - აღდგომის შემდეგ მეოთხე პარასკევს, ყველა წმინდანის ხსენების დღეს. კაბინეტის ლოგიკა ასეთია: დამატებითი სამუშაო დღე შექმნის დამატებით შემოსავალს და ხაზინის საგადასახადო შემოსავალიც გაიზრდება. მთავრობა ამ შემოსავლებს გამოიყენებს ჯარში გაწვევის სისტემის გასაუმჯობესებლად, კიბერუსაფრთხოებისვის და ახალი საფრთხეების შესწავლისთვის. რაც შეეხება მორწმუნეთა გრძნობებს, ამ მხრივ დიდი ვერაფერი იცვლება, რადგან დანიელების მხოლოდ 3%-იღა დადის რეგულარულად ეკლესიაში. 112 2-ს მოსწონს
|