რელიგია "იცით ვინ იყო ეს ადამიანი? მისი შვილის მკვლელი" - მიტევების წარმოუდგენელი შემთხვევა 2023, 1 მარტი, 17:53
მამა შალვა კეკელიამ ეკლესიაში ქადაგების დროს მრევლს საკმაოდ ემოციური ამბავი მოუყვა:
"ერთხელ ასეთი რამ გამიკეთა ერთმა ქალბატობმა, სოცარი ქალი იყო, მას შვილი მოუკლეს, ერთადერთი შვილი ჰყავდა, მაშინ მე სიონში ვმსახურობდი და ეს ქალბატონი სულ საკუთარ შვილს მამსგავსებდა.როგორც შვილს, ისე მეფერებოდა და იმ ერთადერთი შვილის გრძნობას ჩემში გამოხატავდა. ერთხელაც ასეთ რამეს მეუბნება, მაშინ მღვდელი ვიყავი უკვე, ჩემს უახლოეს ადამიანს ჯვრისწერა აქვსო, ვიცი რომ დაგიკავშირდნენო, ვიცი რომ ყველა ადამიანს გულით წერ ჯვარსო მაგრამ ეს განსაკუთრებული მინდა იყოსო, მინდა რომ მგალობელები იყვნენ და მინდა, რომ ლამაზად ჩატარდეს მათი ჯვრისწერაო... დატოვა შესაწირი ჯვირსწერისთვის, მგალობლებისთვის და დამიტოვა უძვირფასესი ხატი, ალბათ იქნებოდა მე-17 მე-18 საუკუნის და ეს ხატი გადაეციო დამიბარა, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოო. გავოგნდი, რატომ მეთქი? შემეხვეწა, არაო ჩემი სახელი არ ახსენოო, თან მე ვერ ვიქნები ამ ჯვრისწერაზე, სხვაგან ვიქნებიო. მართლაც დავწერე ამ ადამიანს ჯვარი, ვუქადაგე, ვესაუბრე, დასრულდა ყველაფერი და მერე საკურთხევლიდან გამოვაბრძანე ეს ხატი, ვერ დავუმალე, ვუთხარი ამა და ამ ქალბატონმა დაგიტოვატ ეს ხატი საჩუქრად მეთქი. ეს სიტყვები“როგორც კი ვახსენე ეს ბიჭი ჩამივარდა მუხლებში და ატეხა ღრიალი და თან იძახდა:"რატომ, რატომ ესე ღმერთო!".იცით ვინ იყო ეს ადამიანი? მისი შვილი მკვლელი. "მე ის ადამიანი ვარ, ვინც მისი შვილი მოვკალიო". სამი ოთხი დღის შემდეგ ვნახე ეს ქალი, ვუთხარი ეს როგორ გააკეთე მეთქი? მე თვითონ მღვდელი ვარ და ამას ვერ შევძლებდი-მეთქი. უფრო სრულად იხილეთ ვიდეოში 521 3-ს მოსწონს
|