შოუბიზნესი მეორეს ასეთს ვერ იპოვით: 11 ქალი, რომლებზეც ყველა გიჟდებოდა 2023, 28 თებერვალი, 20:55 ამბობენ რომ ლამაზი ქალები ბევრად მეტია, ვიდრე ჩანს - უბრალოდ ყველამ არ იცის როგორ წარმოაჩინოს საკუთარი მიმზიდველობა. ჯერ საკუთარ უნიკალურობაში თავად უნდა დარწმუნდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაარწმუნოთ მასში სხვებიც. რაღა თქმა უნდა, საპირისპირო მაგალითებიც არსებობს, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია და არა წესი. ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ისტორიაში სამუდამოდ დარჩენილიყვნენ. მათ უწოდებენ ყველაზე ლამაზებს, ყველაზე ნიჭიერებსა და წარმატებულებს. ამ ქალბატონებით აღფრთოვანებულები არიან არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც, რომლებიც მათში მისაბაძ მაგალითს ხედავენ.სოფი ლორენიიტალიელი მსახიობი და მომღერალი სოფი ლორენი და მისი უმცროსი და, ანა მარია ვილიანი შიკოლონე, საფრანგეთი, 1955 წელი. ამ ოჯახში, როგორც ჩანს, მხოლოდ ლამაზები იბადებოდნენ.დებრა პეჯეტიდებრა პეჯეტი - ამერიკელი კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობი გახლდათ. ის კინოში 40-იანი წლების ბოლოს მოვიდა და მალევე ვარსკვლავად იქცა. ყველაზე ხშირად, დებრა ვესტერნებსა და ისტორიულ ფილმებში თამაშობდა.სიგურნი უივერისიგურნი უივერი, 1983 წელი. ეს მსახიობი ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა: ჰოლივუდის ვარსკვლავი 73 წლის ასაკშიც კი შესანიშნავად გამოიყურება. ახალგაზრდობაში ის შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან ყოველთვის განსხვავდებოდა, რითიც მაყურებელთა ყურადღებას იპყრობდა.დიანა დორსიგანსაცვიფრებელი დიანა დორსი მერილინ მონროს ბრიტანული ასლი გახლდათ. ის კინოში 16 წლის ასაკში მოვიდა და მაყურებელი პირველი გამოჩენისთანავე მოხიბლა.სელმა ჰაიეკისელმა ჰაიეკი ფილმისთვის "სასოწარკვეთილი", 1995 წელი. მსახიობი დღემდე წარმატებით ინარჩუნებს მსოფლიო კინოს მთავარი სექს-სიმბოლოს ტიტულს. ყოველწლიურად ის უფრო და უფრო უკეთესი ხდება - სხვებს ასე ნამდვილად არ შეუძლიათ.ბრიჯიტ ბარდობრიჯიტ ბარდოზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ლამაზ ქალზე, არამედ როგორც მე-20 საუკუნის კულტურულ ფენომენზე. მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანის მოხიბლვა ეკრანიდან მხოლოდ ერთი შეხედვით.ჯული ლონდონიჯული ლონდონი "ბევერლი ჰილზის" სასტუმროში 1957 წელს, ჯული ამერიკელი ჯაზის მომღერალი და მსახიობი გახლდათ. ამერიკელ ვარსკვლავთან წარმატება დაბალი და ძალიან მგრძნობიარე ხმის წყალობით მივიდა.ჯინ შრიმპტონიგასული საუკუნის ლეგენდარულ მოდელსა და მოდის კერპს, ჯინ შრიმპტონს პირველ სუპერმოდელსაც უწოდებენ. მართალია, ეს ფოტო 1965 წელს არის გადაღებული, თუმცა ჯინ შრიმპტონი დღესაც კი ახსოვთ. 2009 წელს ჯინი ყველა დროის საუკეთესო მოდელების სიაში მოხვდა.ჰელენ მირენიბევრმა მაყურებელმა ჰელენ მირენი ზრდასრულ ასაკში გაიცნო, როდესაც ის დედოფლებსა და იმპერატრიცებს ანსახიერებდა. თუმცა, ახალგაზრდობაშიც მსახიობი ძალიან მიმზიდველი იყო, ვარსკვლავის ნამდვილი გვარი - მირონოვა გახლავთ.კიმ ნოვაკიამერიკული კინოსა ვარსკვლავი, კიმ ნოვაკი ალფრედ ჰიჩკოკის თრილერში "თავბრუსხვევა" მადლენ ელსტერისა და ჯუდი ბარტონის როლების შესრულებით არის ცნობილი. 1995 წელს, როდესაც ნოვაკი უკვე 62 წლის იყო, ჟურნალ "Empire"-ის ვერსიის მიხედვით ის ისტორიაში 100 ყველაზე სექსუალური კინოვარსკვლავის სიაში მოხვდა.რიტა ჰეივორთირიტა ჰეივორთი მზად იყო ყველანაირ მსხვერპლზე წასულიყო, ოღონდ ვარსკვლავი გამხდარიყო. იძულებითი პლასტიკა, ცეკვის ვარჯიშები, გამუდმებული კრიტიკა, მომაბეზრებელი პროდიუსერები, სტრესი - როგორ შეძლო ასეთმა ნაზმა გოგონამ ამ ყველაფრის ატანა? ჰეივორთი ჰოლივუდის "ოქროს ხანის" "სექს - სიმბოლოდ" არის აღიარებული.
2425 შეფასება არ არის |