x
image
cindarella
ბიძინა არჩევნებზე არ მივა!!!

image ოპოზიციური კოალიციის “ქართული ოცნების" ლიდერი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ კონკურენტად გვევლინება.მან უარი განაცხადა ხმის მიცემაზე.კანონმდებლობაში სპეციალურად შეიტანეს შესწორება, რათა მას შეძლებოდა ხმის მიცემა.

“ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა.ბიძინა ივანიშვილის მიზანი არაა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და თავის კანდიდატურას მისცეს ხმა"-განაცხადა კოალიციის პრეს-სპიკერმა, ჟურნალისტმა მაია ფანჯიკიძემ კვირას.მან აღნიშნა რომ “ქართული ოცნების" ლიდერი სოლოლაკის საარჩევნო უბანზე გამოცხადდება მხოლოდ იმიტომ, რომ მის მეუღლე აძლევს ხმას.

ივანიშვილს მისი კანდიდატურის წარდგენიდან სულ რამოდენიმე დღეში ჩამოერთვა მოქალაქეობის უფლება.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ამ ფაქტის მიზეზი იყო ის, რომ ბიძინა იმავდროულად იყო საფრანგეთის მოქალაქეც და კანონის შესაბამისად, პიროვნება, რომელიც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქის სტატუსს.

2012 წლის 22 მაისის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, “2014 წლის პირველ იანვრამდე, არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმათ, ვინც დაიბადა და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და ამავდროულად არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე."

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0