საქართველო სასწრაფოდ გაავრცელეთ!!! 2012, 1 ოქტომბერი, 2:02 ახლა მომაწოდეს ეს ინფორმაცია. გთხოვთ, დააშეაროთ და გაავრცელოთ! განსაკუთრებით იმათმა, ვისაც რაიმე შეხება აქვს ქუთაისსთან!
დღეს საღამოს, ქუთაისის მახლობლად, სოფელ სორმონში მდებარე, "ვალოდიას" რესტორანში, ქუთაისის ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავდა სპორტსმენთა 2 ორმოცდაათ კაციანი ბრიგადა. მათ ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი და დაარიგეს, რომ ხვალ, საჭირო მომენტში (მომენტის შესახებ წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას), უნდა გაიტაცონ და დაამტვრიონ საარჩევნო ყუთები. სავარაუდოდ ეს მოხდება დღის მეორე ნახევარში, როდესაც გაირკვევა, რომ ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს. სავარაუდოდ დამრბევთა შორის იქნებიან ოცნების მაისურიანებიც (და არა ოცნების აქტივისტები).
ოპოზიციამ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და უბნებზე მობილიზებული ჰყავდეს მომხრეთა ჯგუფები, რომლებიც აღკვეთენ დარბევისა და გატაცების ყოველგვარ მცდელობას.
P.S. სოფელი სორმონი ჩემგან არც თუ ისე შორსაა. ინფორმაცია სანდოა! 5705 20-ს მოსწონს 5-ს არა
|