კინო "ძალიან უხერხული იყო": მარგო რობი თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ სცენაზე 2023, 28 თებერვალი, 15:24 ცნობილმა ავსტრალიელმა მსახობმა მარგო რობიმ თავისი არც თუ ხანგრძლივი კინოკარიერის განმავლობაში უამრავ რეიტინგულ ფილმში ითამაშა, რომელთა შორისაც რეჟისორ მარტინ სკორსეზეს "ოსკარზე" ნომინირებული ბიოგრაფიული ფილმი "უოლ-სტრიტის მგელია".სწორედ ამ სურათის შემდეგ გახდა მარგო რობი პოპულარული, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ცოტას შეუძლია გაიხსენოს თუ როგორ დაიწყო მსახიობმა საკუთარი კარიერული გზა, რადგან სინამდვილეში, ის უბრალოდ არსაიდან მოვიდა. "უოლ-სტრიტის მგელში" რობიმ ჯორდან ბელფორტის (რომელსაც ლეონარდო დიკაპრიო ასრულებდა) მეუღლის, ნაომის როლი შეასრულა. ლეოსა და რობის საოცრად სრულყოფილმა კინოდუეტმა ეკრანები ფაქტობრივად ააფეთქა. ფილმის ნახვისას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ რომ მარგოს ნაომის როლის შესრულება საერთოდ არ გაუჭირდა, თუმცა სინამდვილეში ეს იყო ყველაზე რთული ფილმი მის კარიერაში, რადგან ის საკმაოდ დიდი რაოდენობით თამამ სცენებს შეიცავდა, რისთვისაც მსახიობს დღემდე რცხვენია.მიუხედავად იმისა, რომ მარგო რობი ნაომის როლის მორგებას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა, გადასაღებ მოედანზე მსახიობი თავს მაინც შებოჭილად გრძნობდა, ვინაიდან როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ფილმში მისი მონაწილეობით ბევრი საკმაოდ თამამი სცენაა, და რადგან ეს მისთვის პირველი მნიშვნელოვანი კინოგამოცდილება გახლდათ, შეუძლებელი იყო ამ ყოველივესთვის თავის გართმევა უხერხულობისა და აღელვების გარეშე.გახსოვთ ის სცენა, სადაც ნაომი საბავშვო ოთახში ქმარს აგიჟებს? თუ ფილმი ნანახი გაქვთ, ვფიქრობ მის დავიწყებას ასე მარტივად ვერ შეძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ეკრანზე საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა, თავად მსახიობის თქმით, ეს სცენა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და რთული იყო, ხოლო როდესაც ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა და ის მისმა ყველა ნათესავმა და მეგობარმა ნახა, მას სირცხვილის გრძნობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა.მარტო ამ 2 წუთიანი სცენის გადაღებას 17 საათზე მეტი დასჭირდა. ამ დროში იგულისხმება როგორც გადაღებისთვის მზადება, ასევე რეპეტიცია და, თავად პროცესი. იმ მომენტისთვის გადამღებ ჯგუფში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, რამაც რობიზე დამატებითი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, მან საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვა. ასეა თუ ისე, მამაკაცების კეთილმა ნახევარმა ყველა სცენა მარგო რობის პერსონაჟის მონაწილეობით სათანადოდ შეაფასა, სხვათა შორის, მარგო რობის აქვს ერთი ძალიან საინტერესო და იშვიათი თვისება - უბრალოება. დიახ, ის როგორც ჰოლივუდის ერთ - ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობი არ აყენებს საკუთარ თავს სხვებზე მაღლა, ის ყველა ადამიანის მიმართ პოზიტიური და უაღრესად კეთილგანწყობილია, რაც მისი როგორც ადამიანის უდიდესი პლუსია.მარგოს სამსახიობო თამაშს არა მხოლოდ კრიტიკოსები, არამედ სხვა ცნობილი სახეებიც სათანადოდ აფასებენ. კოლეგები, ვისაც კი მასთან ოდესმე უმუშავია, მსახიობს საოცარ და დახვეწილ ქალს უწოდებს, თუმცა მის მაინც ყველაზე მიმზიდველ თვისებად - თავაზიანობა რჩება. ის ყოველთვის გაწონასწორებულია და საკუთარი კოლეგებისგან განსხვავებით "ვარსკვლავური სენით" შეპყრობილი არ გახლავთ.339 შეფასება არ არის |