ასტროლოგია მარსმავალმა "დაასკვნა", რომ დედამიწაზე სიცოცხლე არ არის, მეცნიერები დაბნეულები არიან 2023, 27 თებერვალი, 15:43
არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? ნეტა არის სიცოცხლე მარსზე? რა განსხვავებაა, თუ ირკვევა, რომ პრობლემა უფრო სერიოზული ყოფილა. გამოდის, რომ ამ საკითხში ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც გვეგონა.
ამ დღეებში პლანეტოლოგი ალბერტო ფარენი და მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი შეიკრიბნენ, რათა შეემოწმებინათ მარსზე გაგზავნილი თანამედროვე მოწყობილობები. შედეგები არ იყო დამაიმედებელი. მათ ტესტები ჩაატარეს ჩილეს ჩრდილო-დასავლეთში, ატაკამის უდაბნოში, იურული წელთაღრიცხვის წითელი დელტას ნამარხში აღმოჩენილ დანალექ ქანებზე. ეს არის ყველაზე ძველი და მშრალი უდაბნო დედამიწაზე. თითქმის მარსის გეოლოგიური ანალოგი. ამ ქანებში უამრავი ყველა სახის უძველესი და თანამედროვე მიკროორგანიზმია აღმოჩენილი, თუმცა მარსის კვლევის აპარატებმა უბრალოდ ვერ შეამჩნიეს ისინი და დადეს დასკვნა, რომ "დედამიწაზე სიცოცხლე არ არსებობს." მეცნიერები ამ დასკვნამ დააბნია და დაწერეს ამ თემაზე დიდი სტატია.სადაც მათ განაცხადეს, რომ „მარსის ქანებში უძველესი ორგანული მასალის აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია თანამედროვე ხელსაწყოებისა და მეთოდების გამოყენებით“. უფრო მეტიც, ყველა კვლევა, რომელიც მარსმავლებმა აქამდე ჩაატარეს წითელ პლანეტაზე, შეიძლება იყოს "ცრუ უარყოფითი". პლანეტოლოგების აზრით, ასეთი რთული სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს. ან აღჭურვილობა უფრო დახვეწონ, ან მარსის ზედაპირის ნიადაგი ჩამოიტანონ დედამიწაზე. ორივე ვარიანტი საკმაოდ რთულია როგორც ტექნიკური სამუშაოების, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. NASA-მ შეისწავლა ორივე ვარიანტი და გადაწყვიტა, რომ დედამიწაზე მარსის ნიადაგის შესწავლა უფრო იაფი დაჯდება . მარსმავალის გაშვება, რომელსაც შეეძლება კონტეინერში ნიადაგის შეგროვება, დაგეგმილია 2028 წელს. ისე, ცნობისთვის, მარსზე სიცოცხლის ნიშნებს 1970-იანი წლებიდან ეძებენ. 791 4-ს მოსწონს
|