კინო 10 ფაქტი სკანდალური "ემანუელას" შესახებ 2023, 26 თებერვალი, 12:51 ჰოლანდიელი მოდელი და დამწყები მსახიობი სილვია კრისტელი მსოფლიო ვარსკვლავად ერთ დღეში იქცა. ეროტიკული ფილმის "ემანუელას" პრემიერამ ის დიდების მწვერვალზე აიყვანა და იმ მსახიობებს შორის ჩააყენა, რომლებიც წარმატებისკენ მრავალი წლის განმავლობაში მიდიან. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით რეჟისორ ჟიუსტ ჟაკენის მიერ ემანუელ არსანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული სკანდალური ფილმის "ემანუელას" შესახებ.მთავარი როლის შემსრულებელი, სილვია კრისტელი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ინგლისურენოვანი გაქირავებისთვის ის სხვა მსახიობმა გაახმოვანა. მისი უკმაყოფილება კი იმით აიხსნებოდა რომ კრისტელი ინგლისურ ენას თავისუფლად ფლობდა.ეს იყო ის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც X-რეიტინგიანი ფილმი აშშ-ში ფართო გაქირავებაში გამოვიდა. ფილმის გაქირავება "Columbia Pictures"-მა ითავა. სკანდალური ნამუშევარი განსაკუთრებით პოპულარული საფრანგეთში, კერძოდ ქალებში იყო, ასე რომ "Columbia Pictures"-ში გადაწყვიტეს რომ ფილმი XXX-ად არ ჩაითვლებოდა, რადგან ის ქალებს მოსწონდათ.ტაილანდის ხელისუფლებამ ფილმის ეროტიკული ხასიათის გამო გადაღების ნებართვაზე უარი განაცხადა, აიძულა რა მისი ავტორები დათმობაზე წასულიყვნენ. ხელისუფლებისთვის იმ სცენარის საწყისი ვერსია იქნა წარდგენილი, რომლის გადაღებასაც ფილმის ავტორები არ აპირებდნენ.როგორც სილვია კრისტელმა ერთ - ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ისინი სექსის სცენების უმეტესობას უსაფრთხო ადგილებში იღებდნენ, თუმცა ერთ დღესაც მათ ფაქტზე წაასწრეს, როდესაც კრისტელსა და კიდევ ერთ მსახიობს ჩანჩქერის ქვეშ შიშველ მდგომარეობაში იღებდნენ, მათ თავზე პოლიცია წაადგა. მსახიობებს ციხეში ერთი ღამის გატარებაც კი მოუწიათ, თუმცა ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა, ტაილანდის პრინცი კინოს დიდი მოყვარული აღმოჩნდა, რომელმაც "ემანუელას" გადაღების დასასრულებლად გადამღებ ჯგუფს საკუთარი სტუდიაც კი დაუთმო.პარიზის კინოთეატრ "ტრიუმფში" ფილმი 1974 წლის ივნისიდან 1985 წლის თებერვლამდე გადიოდა ანუ ათ წელზე მეტხანს.გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი რეჟისორი ფრანსუა ტრიუფო ქალის მთავარი როლის შემსრულებელთან სილვია კრისტელთან კონსულტაციებს გადიოდა, მისი კანდიდატურაც საბოლოოდ, სწორედ მან დაამტკიცა.პირველი ფილმისთვის კრისტელმა მხოლოდ 6 000 დოლარი მიიღო. არნახული წარმატების შემდეგ (500, 000 დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმის შემოსავალმა მსოფლიო გაქირავებიდან დაახლოებით 30 მილიონი დოლარი შეადგინა) კი მსახიობმა მეორე ნაწილისთვის უკვე 100, 000 დოლრი მოითხოვა.კრისტელის თქმით, ის ამ როლს მხოლოდ იმიტომ დათანხმდა რომ მშობლიური ჰოლანდიური კინოინდუსტრიიდან და სამონასტრო სკოლიდან თავი დაეღწია.2011 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც მსახიობმა განაცხადა ემანუელაზე გადაღებულმა ფილმებმა მის სექსუალურ ცხოვრებაზე ნეგატიურად იმოქმედა.პირველი ფილმის წარმატება ხანგრძლივი ფრენჩაიზის დასაწყისად იქცა. სილვია კრისტელი თავის ცნობილ იმიჯს, რომელმაც ის პოპულარული გახადა ფილმებში "შავ ემანუელასა" და "ყვითელ ემანუელაში" კვლავ დაუბრუნდა, წელს კი ფართო ეკრანებზე ფრანგი რეჟისორის ოდრი დივანის ინგლისურენოვანი ფილმის "ემანუელას" გამოსვლა იგეგმება, რომელშიც მთავარი როლი ამჯერად, ლეა სეიდუს ერგო.სილვია კრისტელი 2012 წლის 17 ოქტომბრის ღამით, რამდენიმე წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, 60 წლის ასაკში, საავადმყოფოში ყოფნის დროს, ძილში გარდაიცვალა.553 1-ს მოსწონს |