x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ჰაიერის ქურდი", „ბიჭსდოულაპარაკებელი" - გურიაში გაგონილი „ფრთიანი" ფრაზები


გურული

საქართველოს ყველა კუთხე რომ თავისი განსაკუთრებული ინდივიდუალიზმითა და საინტერესო კულტურით გამოირჩევა, ამაზე, ვფიქრობ, არავინ დაობს. არც გურიაა გამონაკლისი. მათი ენამოსწრებული იუმორი ყველასთვის კარგად ნაცნობია. ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გურულების რამდენიმე „ფრთიან ფრაზაზე" შევაჩერებ, რომელსაც ირაკლი ჩავლეშვილი გვიზიარებს.


გურიაში გაგონილი ნაირ-ნაირი „ფრთიანი" ფრაზები.


„მაგის ხმაი მარტო არჩევნებში ვარგა" - ცუდად მღერის;



„როვარც იქნა, მიადვა ფეხი-ფეხზე" - მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გარდაიცვალა;

„ბიჭსდოულაპარაკებელი და ხელწოუკარებელი ქალი" - პატიოსანი გასათხოვარი ან გაუთხოვარი ქალი;


„სიკტილი და კურო ერთად მიადგა" - მოხუცი ქალი გათხოვდა;


„ტყეში რომ დააბა, ბაწარს მეიპარავენ და მაგას დატიებენ" - უშნო ქალია;


„ვერ გეიგებ აია იი, თუ იია აი" - ისეთი ტყუპებია ერთმანეთისაგან, რომ ვერ გაარჩევ;

„საგარიო წარბი უჩვენა" - აგრძნობინა, რომ არ მოსწონს;


„მისი ბაღნები ეხვეწება მამაია ჩვენი თავი არ დეიფიცოო" - მატყუარა კაცია;


„უმწიფრობაში სიდამპლეშერეული კაცი" - ცუდი ახალგაზრდა;


გურული კაცი


„მის გასვენებაში თამადასაც აღარ უტიებს სათქმელს" - ცუდი კაცია;


„გეიქნია ყაბალახი" - ძველი დროის კაცი გარდაიცვალა;


„ჩემ ბაღანას დაცემით კი არ გასტკლეცია პირი" - ჩემს შვილსაც ჭამა უნდა;


„ამ ღვინოს ჭრაი არა აქ" - ამ ღვინოს გრადუსი არა აქვს;


„ჭიაყელას აბანავებს" - ანკესით თევზაობს;


„საშხუათაშორისოდ ვამბობ" - ისე უბრალოდ ვამბობ;


„იი ჰაიერის ქურდი რომაა" - დიდი ცხვირი რომ აქვს;


„კაი სამაჭრე ულვაში აქ" - სქელი და ფართე ულვაში აქვს;


„ჯიბიდან ფულის ამოღებას საცოხარი კბილის ამოღება ურჩევნია" - წუწკია;

„კაი მოწიფული ყვავის ხნისაა" - მოხუცია;


„ძაღლმა ფეხზე რომ უკბინოს ერი საათის მერე იყვირებს" - ზანტია;


გურული კაცი







0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0