x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ვნება სამეფო საძინებლებში: 10 ყველაზე გარყვნილი ქალი ისტორიაში

image


მონარქები და მეფეები, ისევე როგორც მათი მეორე ნახევრები ხშირად განიხილებიან როგორც ღვთისმოსავი, მოკრძალებული და მისაბაძი მაგალითები, თუმცა ეს საზოგადოებაში გავრცელებული საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე გარყვნილი 10 ქალის შესახებ, რომელთა "საგმირო" საქმეებიც ისტორიამ შემოინახა.



დარია სალტიკოვა


image


რუსი ფეოდალი თავისი სილამაზით იყო განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც მარტივად იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა საკმაოდ უყვარდა, ამიტომ ღამით მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან მალულად იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მიემართებოდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა.





ეკატერინე II

image


რუსეთის იმპერატორი ალერსის დიდი მოყვარული გახლდათ, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ახალგაზრდობაში მას ოცდაათამდე საყვარელი ჰყავდა. მისი მმართველობის დროს, ის თავისი ფრეილინის საწოლში ყველა იმ მამაკაცს უშვებდა, ვისაც კი "თვალს დაადგამდა", თუ მამაკაცი გამოცდას წარმატებით აბარებდა, ის იმპერატორის ფავორიტი ხდებოდა, მას შემდეგ რაც ეკატერინეს მიდრეკილების შესახებ პრინცმა პოტიომკინმა შეიტყო ის ფულის სანაცვლოდ მამაკაცებს მას პირადად ახვედრებდა.




ვალერია მესალინა


image


რომის იმპერატორის ცოლი საწოლში დროს ასობით მამაკაცთან ატარებდა. კლავდიუსის მესამე ცოლს იმდენად მოსწონდა ეს ყველაფერი, რომ ღამით ის ბორდელებსაც კი სტუმრობდა. იქ მესალინა - ხორციელი სიამოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო უფასოდ მუშაობდა.





ელისაბედ (I) პეტრეს ასული


image


იმპერატრიცა თავისი ლიბერალური შეხედულებებით გახლდათ ცნობილი. მისი მმართველობის პეროდში ჯარისკაცებს, მუსიკოსებს და მსახურებს მაღალი ტიტულის მოპოვება სამეფო საძინებელში ღამის გათევის სანაცვლოდ შეეძლოთ. ხანდახან საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ ელისაბედი თავის ბუდუარში ერთდროულად ოთხამდე საყვარელსაც კი იღებდა.




მარია ანტუანეტა


image


საფრანგეთის მეფეს ცოლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეეძლო, რადგან ის ფიმოზით იტანჯებოდა, ამიტომ დედოფალმა პრობლემიდან გამოსავალი მალევე იპოვა. ის მეჯლისებსა და მასკარადებს ყოველდღიურად ესწრებოდა, სადაც ერთი ღამისთვის მამაკაცებს პოულობდა. ლუი XVI-მ ცოლის თავგადასავლების შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა მის ამ გატაცებას ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდა.




კლეოპატრა

image


ამ ქალთან ღამის გასათევად კაცები მზად იყვნენ სიცოცხლეც კი დაეთმოთ. კლეოპატრას ცხოვრება ინტიმური მრავალფეროვნების გარეშე ვერ წარმოედგინა და მამაკაცებთან გართობის გზებს ყოველთვის პოულობდა. ამბობდნენ, რომ დედოფალი ინტიმური ურთიერთობების საკითხებში იმდენად დახელოვნებული იყო რომ მამაკაცები მასთან ღამის გათევის შემდეგ აღფრთოვანებულები რჩებოდნენ.





გრაფინია დიუ ბარი


image


როდესაც გრაფინიას 13 წელი შეუსრულდა, ის მონასტრიდან გაიქცა და საკუთარი სხეულით ქუჩაში ვაჭრობა დაიწყო. ლუი XV-მ მომხიბვლელი გოგონა შენიშნა და თავისთან წაიყვანა. მალე ისინი დაქორწინდნენ. გრაფინია დაქორწინებული ქალის სტატუსის მიუხედავად, ფულის სანაცვლოდ საყვარლების მიღებას კვლავაც განაგრძობდა. მეუღლე კი მის გატაცებას მშვიდად უყურებდა.





მარკიზა დე პომპადური


image


ჟანა ანტუანეტა პუასონი მარკიზა დე პომპადური იმედს მხოლოდ საკუთარ სილამაზეზე ამყარებდა. მან მეფე ლუი XV-ს თავბრუ ისე დაახვია, რომ მის ოფიციალურ ფავორიტადაც კი იქცა. მეტიც, მარკიზას სამეფო კარზე დიდი გავლენა ჰქონდა, ლუი ხშირად თავისი მინისტრებისთვის მადლობის ნიშნად მათ მოსასვენებელში სწორედ თავის მთავარ საყვარელს - მარკიზა დე პომპადურს აგზავნიდა.





ჯოვანა I ნეაპოლელი


image


დედოფალი ეროტიკულ რომანებს 17 წლიდან კითხულობდა. ხორციელი სიამოვნებებისადმი ინტერესი კი ყოველწლიურად სულ უფრო ეზრდებოდა. ჯოვანა ნეაპოლელი ხანგრძლივ ფლირტს ამჯობინებდა, სასიყვარულო ურთიერთობებში კი - მაქსიმალურ თავისუფლებას. მის საწოლში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე პარტნიორიც კი ყოფილიყო.




გალა დალი

image


თავისუფალი სიყვარულის იდეას მოდელი ჯერ კიდევ სალვადორ დალის გაცნობამდე აღიარებდა, რასაც არც ცნობილ სიურეალისტზე გათხოვების შემდეგ ღალატობდა, პირიქით, ის თავის ინტიმურ თავგადასავლებს კვლავაც წარმატებით განაგრძობდა. ასაკთან ერთად გალას თაყვანისმცემლების რაოდენობამ იკლო, სიამოვნებისთვის კი ის მამაკაცებს არა მხოლოდ ფულს უხდიდა, არამედ ზოგჯერ დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის ის მათ ქმრის ნახატებსაც კი სთავაზობდა.





0
2353
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2353