x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა დაასახელეს შემდეგი ქვეყანა, სადაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდება
image

სეისმოლოგებმა მაღალი ტექტონიკური აქტივობის მქონე რეგიონები დაასახელეს.


მეცნიერებმა პირველ რიგში დაასახელეს საბერძნეთი, მათი აზრით, უახლოეს მომავალში ამ ქვეყანაში 8, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება.


პროფესორმა კონსტანტინოს სინოლაკისმა და კოსტას პაპაზაკოსმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის აქტივობის შედარებისას ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიტუაციები მსგავსია.



საბერძნეთში ყოველ 600-800 წელიწადში ერთხელ ხდება ძლიერი მიწისძვრა, იხსენებენ ისინი.


ახლა ქვეყანა 8, 5-ბალიანი კატასტროფის "ზღურბლზეა", განაცხადა სინოლაკისმა. მიზეზი, ისევე როგორც თურქეთში, შესაძლოა იყოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი ტექტონიკური აქტივობა. ხოლო პროგნოზირებადი მაგნიტუდა სავარაუდოდ ისეთი იქნება, რომ ფაქტობრივად შეიძლება ყველაფერი განადგურდეს.


კოლეგის სიტყვები დაადასტურა სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სეისმოლოგიის პროფესორმა პაპაზაკოსმა. მან ვერ მიუთითა სტიქიის ზუსტი დრო, მაგრამ რეკომენდაცია უწევს ქვეყნის ხელისუფლებას წინასწარ მოემზადონ სტიქიისთვის.


თავის მხრივ, ჰოლანდიელი სეისმოლოგი ფრენკ ჰუგერბიტსი, რომელმაც მიწისძვრა იწინასწარმეტყველა თურქეთში, დარწმუნებულია, რომ სეისმური აქტივობის დრო ჯერ არ გასულა.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 თებერვლიდან 6 თებერვლამდე შესაძლოა მოხდეს 6 ბალზე მეტი სეისმური აქტივობა, სოციალურ ქსელში ჰუგერბიტსმა დაასახელა რეგიონები - სამხრეთ და ცენტრალური თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი.


მკვლევარის წინასწარმეტყველება თურქეთსა და სირიაში მომხდარმა სტიქიამ დაადასტურა.


ჰოლანდიელი სეისმოლოგის მტკიცებით, ახალი სეისმური აქტივობა შეიძლება მოხდეს 20-დან 22 თებერვლამდე.


მაგრამ დიდი ხანია ცნობილია, რომ მიწისძვრის ზუსტი თარიღის გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, სეისმოლოგს შეუძლია დაასახელოს სავარაუდო რეგიონი, სადაც შესაძლებელია მიწისძვრა მოხდეს, თუმცა ეს არავინ იცის როდის იქნება, 1 დღეში, 100 დღეში თუ 100 წელიწადში, ამიტომ მეცნიერების უმეტესობა ჰოლანდიელ სეისმოლოგის "წინასწარმეტყველებას" სრულ შემთხვევითობას მიაწერს, ასეთი "წინასწარმეტყველებები" აუარებელი ქვეყნდება და არცაა გასაკვირი ვინმემ "შემთხვევით გაარტყას".

0
291
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0