საზოგადოება კაცს, რომელმაც ძველი 'ჟიგულით' თურქეთში დახმარება ჩაიტანა, თურქმა ბიზნესმენმა ახალი ავტომობილი აჩუქა 2023, 22 თებერვალი, 14:30 თურქმა ბიზნესმენმა აზერბაიჯანელ კაცს ახალი მანქანა აჩუქა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ფოტო როგორ მიაქვს ვიღაცას ლეიბები მიწისძვრით დაზარალებულთათვის ძველი 1980-იანი წლების, საბჭოთა მანქანით. თურქმა ბიზნესმენმა მას ეს ახალი ტოიოტა გადასცაადგილობრივი თუ უცხოური მედია მისით დაინტერესდა. ის არის 33 წლის სერვერ ბეშირლი, რომელიც ცხოვრობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯეილანბატანში. მიუხედავ იმისა, რომ თავადაც არ გააჩნია დიდი ქონება და უწევს მძიმე ენონომიკურ პირობებში ცხოვრება მაინც შეძლო დახმარების გაწევა, იმით, რითაც თვითონ და მისმა ახლობლებმა შეაგროვეს. სერვერ ბეშირლი. ფოტო: anadolu agencyსერვერ ბეშირლის საცხოვრებელიბეშირლიმ ნათესავებში შეგროვებული დახმარება თავისი ავარიული მანქანით თურქეთში ჩაიტანა, თურქეთის დროშით„ჩვენ ვიცით, როგორია ზამთარში უსახლკაროდ ყოფნა" - თქვა სერვერ ბეშირლიმ მედიასთან. "ჩვენს მოვალეობად აღვიქვამთ თურქეთის ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ (აზერბაიჯანი და თურქეთი) ორი სახელმწიფო ვართ, მაგრამ ერთი ერი. გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო. ეს არის სტიქიური უბედურება. ღმერთმა მოთმინება მისცეს ხალხს. ჩემი სამძიმარი თურქ ერს" - დასძინა მან. (წყარო: AA) 20 თებერვლის მონაცემებით თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრას 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უცნობია დაკარგული ადამიანების რაოდენობა. დაინგრა და დაზიანდა 118 000 შენობა. მიწისძვრის ზონიდან ევაკუირებულია 485 000 ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა სირიაშიც. 955 1-ს არ მოსწონს
|