x
image
მარიამმ პაიჭაძე
„მწარე სიმართლე ამოტივტივდა..." - რას წერს ლალი მოროშკინა ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით

ლალი მოროშკინა


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ახლა მწარე სიმართლე:


ომი უკრაინაში კი არა, ორ სოფელშია, სადაც აშშ და რუსეთი ჭუჭ...ებს ატოლებენ.



რუსების ჭ...ჭუ ამ ეტაპზე უფრო გრძელი აღმოჩნდა, შესაბამისად უფრო მომხმარ ჭ...ჭუიანი კრემლთან შეთანხმებით ჩაბრძანდა სრულიად უსაფრხო, მოგულავე კიევში და დაიწყო მოლაპარაკება ამ პროქსი-ამბიციური პროექტის ფუნალური ნაწილის მოსამზადებლად.


რადგან სიმართლე ამოტივტივდა, ხოლო რა ტივტივებს წყლის ზედაპირზე კი იცით, ის რაც ტივტივებს და ყარს და ერთი წელია სამხედრო მაისური აცვია, ვერ მოასწრებს ხორცსაკეპზე ნაშოვნი მილიარდების დახარჯვას და მის, როგორც ჩვენი, მოტივტივე ეროვნული სირცხვილის გადარჩენის ოპერაციაც სულ უფრო დიიიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.


მოკლედ, ასეთია ფსევდო-კოვიდით და ფსევდო-ომით დაწყებული მსოფლიოს ახალი გადანაწილება, ჩვენ კი დაველოდოთ, სანამ ორი მონსტრის საოხრე უბეს დაუბრუნდება და მთელი დუნია ახალ კვადრატში იმოძრავებს.


P.S. ისე, საბერძნეთში სულ ელადურ კ...კუზე კიდიათ უკრაინაც, ამერიკაც, რუსეთიც და სრულიად სამყაროც!


ჯერ თაო და თაო..


ზევსის მადლს ებარებოდეთ", - წერს ლალი მოროშკინა და ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს:


ზელესნკი

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად ჩავიდა. ვიზიტი ბოლო დღემდე გასაიდუმლოებული იყო.


ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში.


„კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.



მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი – გაყოფილი.


„ის ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვიძლებდა. არ მგონია, რომ ახლაც იმავეს ფიქრობდეს. ის, უბრალოდ, შეცდა. ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რაც მას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდება.


კითხვაზე, უჭერს თუ არა ის მხარს პოლონეთის განზრახვას, უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს“.


მედიის ცნობით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე, ბაიდენის ვიზიტი პოლონეთის საჰაერო სივრციდან კონტროლდებოდა. არაერთი მარშრუტის განხილვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.


ლალი მოროშკინა სქრინი







0
451
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0