x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134847
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509253
"სოვტრანსავტო"-უდიდესი გადამზიდავი უნიფორმიანი მძღოლებით და რა საქმე ჰქონდა მათთან კგბ-ს?
image


1963 წელს საბჭოთა კავშირში გამოჩნდა თავისი დროისთვის უდიდესი საავტომობილო გადამზიდავი „სოვტრანსავტო“( Sovtransavto) . ამ ორგანიზაციის მძღოლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დადიოდნენ, თუმცა მათი პროფესიული შერჩევა იმდენად მკაცრი იყო, რომ ჯაშუშთა სკოლის შემდეგ მეორე ადგილზე იდგა.



"Sovtransavto" იყო არა მარტო უდიდესი საბჭოთა სატრანსპორტო კომპანია, არამედ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ისტორიულ-კულტურული ფენომენი, სახმელეთო "აეროფლოტი".



საბჭოთა კავშირიდან ავტომატარებლები 1933 წლიდან იგზავნებოდნენ საერთაშორისო რეისებში, თუმცა ეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ ძმურ მონღოლეთით, რომელსაც საწვავს აწვდიდნენ.



ხრუშჩოვის დროს იშვიათად, მაგრამ ავტომატარებლები რეისებს სოციალისტურ ქვეყნებში ახორციელებდნენ, სანამ 1963 წელს საქალაქთაშორისო სატრანსპორტო კომპანია კუნცევო არ გადააკეთეს "Sovtransavto"-დ .


თავდაპირველად, ავტოპარკი შედგებოდა ექსკლუზიურად მხოლოდ საბჭოთა "მაზ"-ებისგან და "კამაზების"-სგან. მალე გაირკვა, რომ საერთაშორისო ტრანსპორტი გადამზიდავი დამატებით კომფორტს მოითხოვდა. სსრკ სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტმა გადაწყვიტა ცალკე კონვეირი შემქნილიყო სპეციალური სატვირთო მანქანების წარმოებისთვის.

image



1973 წლისთვის კომპანიამ შეიძინა ასი ახალი "ვოლვო" ფრანგული და გერმანული ნახევრადმისაბმელებით, ხოლო 1975 წელს კიდევ 100 "Mercedes-Benz"-ი.თუმცა პარარელურად უარი არ უთქვამთ საბჭოთა მანქანებზე და 80-იანი წლებში მოდერნიზებული "მაზ"-ებით შეივსო Sovtransavto. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩეხოსლოვაკიური Skoda- ALKA -ს რეფრიჟირატორებს იყენებდნენ გაყინული პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.

image

განვითარების პიკზე, 80-იან წლებში, „სოვტრანსავტოს" 12 საწარმო გაიხსნა სსრკ-სა და საკავშირო რესპუბლიკების დიდ ქალაქებში, ხოლო გეოგრაფია მოიცავდა ევრაზიის 25 სახელმწიფოს, მათ შორის კაპიტალისტურ საფრანგეთს, ავსტრიას, დანიას, ბელგიას და ა.შ. თანამშრომელების რაოდენობა გაიზარდა 15 ათასამდე, საიდანაც 7 ათასი მძღოლები იყო.

image

საერთაშორისო მძღოლად მუშაობა რბილად რომ ვთქვათ პრესტიჟულად ითვლებოდა. რა თქმა უნდა უბრალო საბჭოთა მძღოლს ეძლეოდა შესაძლებლობა მოენახულებინა ის ადგილები, რასაც მისი თანამემამულეები მხოლოდ ტელევიზორში ნახულობდნენ.


ამასთან, იქ მუშაობა ძალზე ყველაზე საპასუხისმგებლო იყო. საბჭოთა ადამიანი, რომელიც კაპიტალისტური ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობდა, ლამისაა კოსმონავტთან აიგივებდნენ.

image

საბჭოთა მძღოლი ნებისმიერი უცხოელისთვის იდუმალი სახელმწიფოს სახე უნდა გამხდარიყო. გასაგებია, რომ მათ არავინ მისცემდა უფლებას "კამაზის" ჭუჭყიანი კაბინიდან ჩამომხტარი, მაზუთით მოთხუპნული მძღოლის იმიჯი ჰქონოდათ.


"სოფიკი", როგორც უწოდებდნენ საერთაშორისო მძღოლებს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დონის უნდა ყოფილიყვნენ და შესაბამისად გამოიყურებოდნენ.


სამხედროების მსგავსად მათი უნიფორმა იყო მუქი ლურჯი ფორმა ოქროსფერი ღილებით თეთრ პერანგი ჰალსტუხით და ქუდი სიმბოლური კოკადით -ასე იხსნებენ უცხოელები საბჭოთა ავტომატარებლების მძღოლებს . მათ " აეროფლოტის" პილოტებს ადარებდნენ და არანაკლებ პატივს სცემდნენ.

image



რა კრიტერიუმებით არჩევდნენ Sovtransavto-ს მძღოლებს?



მხოლოდ სკკპს წევრი და მხოლოდ დაქორწინებული მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელსაც უცხოეთში ი ნათესავები არ ჰყავდა, მართვის „პირველი“ კლასი, ავარიის გარეშე მუშაობა ბოლო 5-10 წლის განმავლობაში და უცხო ენის ცოდნა. მაგრამ მაშინაც კი, როცა მძღოლი „სოვტრანსავტოში“ ხვდებოდა სამუშაოდ, მას მაშინვე არ ენდობოდნენ ჯერ შიდა რეიებზე იყო ნდობის მოპოვება საჭირო, შემდეგ სოციალისტურ ქვეყნებში უშვებნდნე და მხოლოდ ყველა შემოწმების შემდეგ - "გარყვნილ დასავლეთში". ეს მოხდა, საშუალოდ, მუშაობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ. ეს გზა ხშირად ჰგავდა ოფიცრის სწავლებას ან, როგორც ხანდახან ხუმრობდნენ, მზვერავთა სკოლის კურსებს. მომავალი "სოფიკები" თვეების განმავლობაში სწავლობდნენ მისამბელიანი სატვირთოს მართვის ნიუანსებს, ასწავლიდნენ საბაჟო წესებს, სხვა ქვეყნებში საგზაო წესების თავისებურებებს და ნ ენებს მათთვის სპეციალურად შექმნილი ფრაზეოლოგიის გამოყენებით.


რა თქმა უნდა მძღოლების საგანმანათლებლო მუშაობაში ჩაერთულები იყვნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის(კგბ) წარმომადგენლები. მათ საფუძვლიანად უხსნიდნენ რა უნდა ეთქვათ და რა არ უნდა ეთქვათ და როგორ მოქცეულიყვნენ უცხოელებთან ახლო კონტაქტის დროს.


მათ იცოდნენ, რომ ახლა მათი ნაბიჯები კგბ-ს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ იყო. იმავე დროს „სოფიკებთან“ ნაცნობობა პრესტიჟული იყო და საჭირო ხალხად ითვლებოდა რადგან შესაძლებელი გახადა უცხოეთიდან უპრეცედენტო საჩუქრების მიღება - ჯინსები, გარმფირფიტები, ჭურჭლის სერვისები, საღეჭი რეზინი, მოდის კატალოგები და ა.შ.

image

თუმცა ღია ვაჭრობას აშკარად ერიდებოდნენ და საკმაოდ სარისკოც იყო- საკმარისი იყო ერთხელ წვრილმანში გამოჭერა და შეიძლება პრესტიჟული სამუშაო სამუდამოდ დაკარგული ყოფილიყო.


სისტემა Sovtransavto-მ 1988 წლამდე იარსება . პერესტროიკის დასაწყისისთვის კომპანიამ უზარმაზარ ფინანსურ წარმატებას მიაღწია, ითვლებოდა მსოფლიოში უმსხვილეს გადამზიდად. მაგრამ ქვეყანა დაიშალა და მასთან ერთად "სოვტრანსავტოც " საოცარია, რომ საწარმო გადარჩა და ამავე გადამზიდავის რამდენიმე პირდაპირი შთამომავალი დღესაც მუშაობს.

3
418
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
418
  
2023, 24 თებერვალი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3