x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
როცა არ იცნობთ თემას ნუ წერთ ასეთ თემებზე, "ТОС-1А «Солнцепек»"-ი ვერასდროს გახდება "ჰაიმარსზე" ეფექტური
image

როდის მერე გახდა სამხედრო ექსპერტის პირადი აზრი სამხედრო ექსპერტების აზრი?


თან განსაკუთრებით სამწუხაროა როცა ინგლისურის სავარაუდოდ ცუდად ცოდნის ან ტექნიკური ტერმინების არცოდნის გამო როცა იგივე ექსპერტის აზრს ამახინჯებენ.


რა მინდა ამით ვთქვა!-ერთერთ ავტორს სამხედრო ტექნოლოგიების ექსპერტის დევიდ ხემბლინგის პირადი მოსაზრება მოყავს დასავლელი ექსპერტების მოსაზრებად, როცა ეს ასე არაა.


თავად დევიდი არ ამბობს, რომ "რუსეთმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი იარაღის გამოყენება".

დევიდმა "Newsweek"-ს განუცხადა, რომ "TOS-1" იწვევს განსაკუთრებით ძლიერ დარტყმით ტალღას, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს შენობა".

ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი იარაღის გამოყენება, რადგან გამოცდილი ექსპერტი მსგავს აბსურდს არასდროს დაწერს.



ამერიკულ "ჰაიმარსთან" "ТОС-1А «Солнцепек»ის შედარება ისეთია სპორტული ფერარის სისწრაფე და სიმძლავრე შადარო "მოსკვიჩის" სისწრაფეს და სიმძლავრეს.

"ბურატინოს" მოდერნიზებული ვერსია იგივე, საბჭოთა/რუსული წარმოების Т72-ის შასზეა აგებული და მასზეა დამაგრებული უმართავი რაკეტების გამშვები პაკეტი.

ერთადერთი პლიუსი ამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მსხვილი კალიბრია და ამ სისტემის მიერ თერმობარული რაკეტების სროლის შესაძლებლობა.

რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო ხსენებული სისტემების გამოყენება მარიუპოლის დამცველების წინააშმდეგ.


აღნიშნული სისტემა მოდერნიზებულიც კი ძალიან მოძველებულია თანამედროვე ომის თეატრში გამოსაყენებლად, რადგან მისი სროლის მაქსიმალური სიშორე თეორიულად 10 კილომეტრამდეა, რეალურად კი 8 კილომეტრამდე ისვრის უმართავ რაკეტებს.

"ჰაიმარსის" ნებისმიერი ტიპის რაკეტას მარტივად შეუძლია გაანადგუროს რუსული სისტემა ცეცხლის ზონიდან ძალიან დიდი სიშორის მანძილზე, რაც მის ცალსახა უპირატესობას ადასტურებს.

"ТОС-1А «Солнцепек»"-ის სრული ზალპის მიერ განადგურებული მონაკვეთის მოცულობას რამდენიმე ათეულჯერ აღემატება "ჰაიმარსის" რაკეტების მიერ განადგურებული მონაკვეთის არეალი.

"ბურატინოსგან" განსხვავებით "ТОС-1А «Солнцепек»"-ს 24 გამშვების ნაცვლად 30 გამშვები მილი აქვს რაც ზრდის დაზიანების პრაქტიკულ მონაკვეთს, მაგრამ სროლის მანძილი უმნიშვნელოდ იცვლება. 2-3 კილომეტრი ცვლილება დიდი ვერაფერია სროლის სიშორის მხრივ თანამედროვე ომში.

აქედან გამომდინარე სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ავტორებს ვთხოვ, გადაამოწმონ ინფორმაცია დადებამდე.

0
223
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
223