x
image
თუთიკო ბერძენა
მაგნიტუდა არ იზომება ბალებში - მაგნიტუდა სულ სხვა ცნებაა და ბალი (ქულა) - სულ სხვა
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ კატასტროფების მედიცინა არაა ხელწამოსაკრავი დარგი და ამიტომაცაა შეტანილი იგი სილაბუსებში ევროპის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებზე.


საქართველო მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია. იგი საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა.

image

ყველაზე ძლიერი 7 მაგნიტუდის სიმძლავრისა და 9 ბალის ინტენსივობის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა.



ჩვენ, ქართველებმა "ყველაფერი ვიცით", მაგრამ არ არსებობს „მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდაც შეადგენს 4, 6 ბალს“. მაგნიტუდა არ იზომება ბალებში. მაგნიტუდა სულ სხვა ცნებაა და ბალი (ქულა) სულ სხვა.


მაგნიტუდა არის ის ენერგია, რომელიც გამოიყოფა მიწისძვრისას ეპიცენტრში სეისმური ტალღების სახით (ანუ თავდაპირველი დარტყმის ენერგიაა). აი ჩვენ რომ სკოლაში ვისწავლეთ რიხტერის სკალა 1–დან 9, 5–მდე, ის არის მაგნიტუდის საზომი. მაგნიტუდას აფიქსირებს სეისმოგრაფი.


მაგნიტუდის მხოლოდ ერთი ერთეულით გაზრდით მიწისძვრის ენერგია 32-ჯერ იზრდება. ბალი (ქულა) კი არის საზომი დედამიწის ზედაპირის შერყევის ინტენსივობისა მიწისძვრის შედეგად. ევროპაში მიღებულია 12 ბალიანი, ე.წ. EMS- 98 –ევროპის მაკროსეისმური სკალა. სწორედ ეს სკალა ჰგონია ზოგიერთს შეცდომით რიხტერის სკალა. 12 ბალიანი სკალა ადგენს, თუ როგორ (რა ინტენსივობით) აისახება მიწისძვრა მოცემულ ტერიტორიაზე, რა ფიზიკურ შეგრძნებებსა და ზიანს იწვევს იგი.


რა თქმა უნდა, მთავარი გამანადგურებელი და მსხვერპლის მომტანი ძალა ძირითადად არის მიწისძვრის მაგნიტუდა და სეისმური ტალღების სიმძლავრე. ასე რომ მაგნიტუდა როცაა 6.5, ინტენსივობა შეიძლება იყოს 8 ან 8, 5 ბალი (ქულა).

1
152
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
152
  
2023, 19 თებერვალი, 9:56
რა მნიშვნელობა აქვს,როგორ იზომება და რა იცის ქართველმა? ამის ცოდნა დაგვეხმარება იმაში რო ნგრევა ავირიდოთ თავიდან თუ ადამიანების გადარჩენა მოხერხდება? საქართველოში ბევრია ავარიული შენობა,ყველა ქალაქში და მით უფრო თბილისში,როგორ გვეხმარება ეს ინფრომაცია,ეს შენობები ავარიული აღარ იქნება თუ რა ხდება? თან კორპუსი კორპუსზეა მიდგმული,გადმოხტომა რო გინდოდეს ფანჯრიდან ვერ გადმოხტები,შეიძლება მეორე კორპუსს შეასკდე. იმედი ვიქონიოთ რო მიწისძვრა არ მოხდება ძლიერი,თორე ჩვენი საქმე კარგად არ წავა. ამ ქვეყანაში,მიშა ფრი უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ადამიანების ყოფა დანგრეულ შენობებში. პრიორიტეტები უნდა შევცვალოთ ერმა,რათა უსაფრთხო იყოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. 37000 ათასი ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ დაემატებაო,მსოფლიო გლოვობს და სამძიმრის წერილები იგზავნება,მარა არ მჯერა ეგეთების. ბოლო წლებში იმდენი ადამიანი დაიღუპა უაზროდ გასროლილი ბომბების გამო რო ეს ცრემლები არაფერს ნიშნავს. მთელი 20 წელი ავღანეთს და ერაყს ბომბებს აყრიდნენ ამერიკა და ნატო,რუსები ყველას აყრიან ბომბებს და ხალხი ერთ მხარეს მაინც ამართლებს. იმდენი სტიქიური უბედურება ხდება დედამიწაზე და იმდენი ადამიანი იღუპება რო ბომბებით რიცხვის გაზრდა არ არის საჭირო,მარა ვიღაცის ეგო და დიდი ფულის შოვნის მოტივაცია უფრო მეტია,ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. სტიქიურ უბედურებას ერთი რაღაც ახასიათებს,ის არ არჩევს მდიდარს და ღარიბს,რუსს და უკრაინელს,ავღანელს და ამერიკელს,თურქს და სომეხს,ებრაელს და ირანელს,ამიტომ ბევრი ფიქრი არის საჭირო და იმის მიხვედრა,რომ ომსს დამატებით მსხვერპლის გარდა არაფერი არ მოაქვს. ფულიც მოაქვს,მარა ერთი ძლიერი მიწისძვრა და დაგრჩა ეგ ფული ოხრად.
0 1 1