საზოგადოებრივი 5 გასაოცარი ფაქტი ძველი ბერძნების შესახებ, რომელიც ძნელი დასაჯერებელია! 2023, 18 თებერვალი, 17:31 ძველი საბერძნეთი სამართლიანად ითვლება დასავლური ცივილიზაციის აკვნად. ძველმა ბერძნულმა ლიტერატურამ და დრამატურგიამ, სახელმწიფო მოწყობის დემოკრატიულმა ფორმამ, არქიტექტურამ, ფილოსოფიამ და მეცნიერების სხვადასხვა დარგებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს შემდგომი საუკუნეების ევროპის ცხოვრებაზე. მაგრამ ამავდროულად ძველი ბერძნების ცხოვრების უამრავი ასპექტი სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი თანამედროვე ცხოვრების წესისგან. ამ სტატიაში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, თუ რას ვგულისხმობთ: 1. ძველი ბერძნები საკვების მიმართ უდიდესი მოწიწებით იყვნენ განმსჭვალულები. მათი აზრით ნებისმიერი საკვები ღმერთებისთვის განკუთვნილი წმინდა შესაწირავი იყო. სწორედ ამიტომ ისინი არასოდეს ჭამდნენ ხორცს, თუ ის ღმერთებისთვის არ იყო მსხვერპლად შეწირული რელიგიური ცერემონიის ფარგლებში. 2. ძველი ბერძნების კვების რაციონიც ჩვენი კვების რაციონისგან ძალიან განსხვავდებოდა. იმ დროში არ არსებობდა ძალიან ბევრი ის საკვები პროდუქტი, რასაც დღეს მივირთმევთ. მაგალითად პომიდორი, კარტოფილი, ფორთოხალი და ლიმონი ძველი ბერძნებისთვის უცნობი იყო. ამ პროდუქტების ნაცვლად ისინი ჭამდნენ ლეღვს, ზეთისხილს და სხვადასხვა მარცვლეულს. მათი კვების რაციონი ძალიან ერთფეროვანი იყო. ეს იყო იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როს გამოც ძველი ბერძნების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირე გახლდათ: ის სულ რაღაც 30 წელიწადს უტოლდებოდა. 3. ძველი ბერძენი მამაკაცები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წვერის ქონას. ისინი ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს იმაში, თუ ვის უფრო შთამბეჭდავი წვერი ექნებოდა. ამ შეჯიბრებითობის წყალობით წვერის შეკრეჭა ხელოვნების დონეზე იქნა აყვანილი, ხოლო პარიკმახერები საზოგადოების ყველაზე დაფასებულ წევრებად იქცნენ. მათ ხშირად პატიჟებდნენ წვეულებებზე და რჩევებსაც არცთუ ისე იშვიათად ეკითხებოდნენ. 4. ძველ საბერძნეთში, კერძოდ კი სპარტაში ბიჭები შვიდი წლის ასაკში მიჰყავდათ სამხედრო ბანაკებში, სადაც ისინი სასტიკი ზედამხედველობის ქვეშ უმკაცრესად იწვრთნებოდნენ. ბიჭებისთვის მსგავსი აღზრდა 14 წლის ასაკამდე გრძელდებოდა, რის შემდეგაც ისინი პროფესიონალი სამხედროები ხდებოდნენ. სამხედრო სამსახური სპარტაში ყველა 60 წლამდე ასაკის მამაკაცისთვის სავალდებულო იყო. მხოლოდ 60 წლის ასაკში ანებებდნენ სპარტელი მამაკაცები ჯარში სამსახურს თავს. 5. ძველი ბერძნები სუფრასთან დასვრილ ცხიმიან თითებს პურის ნაჭრებზე იწმენდდნენ, რომლებსაც შემდეგ ძაღლებს უყრიდნენ. ეს საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო და ცხოველების მიმართ პატივისცემას გამოხატავდა. ასეთი იყო ძველი საბერძნეთი, სადაც ეროვნული იდენტობის განცდა საკუთარი ქალაქის კარიბჭესთან იწყებოდა და იქვე მთავრდებოდა. სხვა ქალაქების წარმომადგენელი ბერძნები დანარჩენი ბერძნებისთვის თანამოქალაქეები არ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ერთ ენაზე საუბრობდა. უფრო მეტიც, ისინი ხშირად მტრობდნენ ერთმანეთს და ომობდნენ კიდეც ერთმანეთთან, მაგრამ ამ ყოველივეს მიუხედავად ძველმა საბერძნეთმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე დასავლური სამყაროს ფორმირების პროცესზე და ის ფაქტი, რომ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დემოკრატიული წყობა გვაქვს, სწორედ ძველი ბერძნების დამსახურებაა. ამიტომ ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, თუ როგორ ცხოვრობდნენ მაშინ ადამიანები და რანაირი ცხოვრების წესი ჰქონდათ მათ. 920 შეფასება არ არის
|