კინო ცნობილი ფილმები, სადაც თამამი სცენები დადგმული არ ყოფილა 2023, 18 თებერვალი, 15:40 თამამი სცენების გადაღება - ადვილი საქმე როდია. რეჟისორების წინაშე ყოველი ფილმის გადაღების წინ საპასუხისმგებლო ამოცანა დგას გადაიღონ სცენა ისე რომ მაყურებელმა მისი ირწმუნოს. ინტიმური სცენების გადასაღებად როგორც წესი, რეჟისორები დუბლიორებს იწვევენ, თუმცა არის შემთხვევები როდესაც მსახიობები საწოლის სცენების გადაღებაში მონაწილეობას თავადვე თანხმებიან. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ფილმებზე ვისაუბრებთ."მეოცნებენი", (2003) ჟანრი: დრამა, მელოდრამა"მეოცნებენი" რეჟისორ ბერნარდო ბერტოლუჩის წარმოუდგენლად ატმოსფერული ფილმი გახლავთ, რომელმაც სამყაროს ევა გრინი აჩუქა. ისტორია სამ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს, რომლებიც მანამდე გამოუცდელი სიხარულისა და სიამოვნების ზღვა ემოციას ეზიარებიან, და სანამ მსოფლიო არეულობითა და რევოლუციური იდეებით არის შეპყრობილი, მთავარი გმირები ერთ მოკრძალებულ ბინაში ჩაკეტილები დროს სასიამოვნოდ ატარებენ და ხორცს თავიანთ ყველაზე თამამ, სანუკვარ სურვილებს ასხამენ. საწოლის ყველა სცენა რეალურ დროში დუბლიორების გარეშე იქნა გადაღებული."ნიმფომანი" (2013), ჟანრი: დრამალარს ფონ ტრიერის ფილმი "ნიმფომანი" არა მხოლოდ 2013 წლის, არამედ მთელს კინოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ ფილმად იქცა. ისტორია მოგვითხრობს ქალზე, რომელიც კაცებზე საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას აღიარებს. ფილმში ძალიან ბევრი თამამი სცენაა და უნდა აღინიშნოს რომ არც ერთი მათგანი დადგმული არ ყოფილა, მეტიც, ზოგიერთ სცენაში მთავარი როლის შემსრულებელმა შარლოტა გინსბურგმა დუბლიორის გარეშე ითამაშა."ადელის ცხოვრება" (2013), ჟანრი: დრამა, მელოდრამაგრაფიკული რომანის "ლურჯი ყველაზე თბილი ფერია" ეკრანული ვერსია ორ ერთსქესიანთა გმირის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის ნამუშევარში ადელ ეგზარქოპულოსისა და ლეა სეიდუს ორი უკიდურესად თამამი და ხანგრძლივი სასიყვარულო სცენაა, რომლის გადაღების შემდეგ ლეამ აღიარა რომ მას გადაღებების დროს საკმაოდ გაუჭირდა."ეშვი" (2009) ჟანრი: თრილერი, დრამაცნობილი ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის დრამა ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ მოზრდილ შვილებს გარესამყაროსგან იზოლირებულად ამყოფებენ. არაერთი კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი მრავალ ღირსებასთან ერთად ასევე საკმაოდ თამამი სცენების სიუხვითაც გამოირჩევა."ყავისფერი კურდღელი" (2003), ჟანრი: დრამავინსენტ გალოს ნამუშევარი საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, უცხოურ სკანდალურ ფილმად იქცა. სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირი მოტომრბოლელი ბად კლეია, რომელიც ცხოვრებისეულ გზაზე განსხვავებულ ქალებს ხვდება. ფილმი თამამი სცენების სიუხვით გამოირჩევა, მაგალითად, მსხიობ ქლოი სევინს გადასაღებ მოედანზე ვინსენტ გალოსთან ინტიმური კავშირი რეალურად ჰქონდა, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რეჟისორს "კანის" კინოფესტივალზე საკუთარი პროექტის გამო ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოუწია."იდიოტები" (1998), ჟანრი: დრამაჩვენი დროის ერთ-ერთმა მთავარმა პროვოკატორმა, ლარს ფონ ტრიერმა ფილმ "იდიოტების" გადაღების პროცესში პერსონაჟები გააშიშვლა, რათა თავი კადრში რაც შეიძლება თავისუფლად ეგრძნოთ და კამერებიც არ შეეჩნიათ. იმის შესახებ თუ როგორ იღებდნენ ფილმს ცალკე დოკუმენტური ფილმიც არსებობს, რომელიც ინტერნეტქსელში ყველასთვის თავისუფლად ხელმისაწვდომია.423 შეფასება არ არის |