ფეხბურთი რას იხსენებს წარმატებული ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი წარსულიდან... 2023, 16 თებერვალი, 23:02 ვიქტორ ოსიმენი :
"ნიგერიის ქალაქ ლაგოსში დავიბადე, მე ყველაზე უცმროსი, მეექვსე შვილი ვარ. დედა წყლით სავსე ბოთლებს ყიდდა რომ ჩვენ საჭმელი გვქონოდა. ძალიან პატარა ვიყავი როდესაც დედა გარდაიცვალა. დედის გარდაცვალებიდან 3 თვეში მამამ სამსახური დაკარგა. სადაც მე გავიზარდე ახლოს ნაგავსაყრელი იყო. ხშირად დავდიოდით იქ მე და ჩემი მეგობრები რომ ნახმარი ჩექმები ან ბოტასები გვეპოვნა. საზიზღარი ბავშვობა მქონდა. ერთ ოჯახს ბალახი გავუთიბე და ამაში ფული უნდა გადაეხადათ, მაგრამ არ მოეწონათ და გასამრჯელო ვერ მივიღე. როდესაც თანხა მოვითხოვე ხელი მკრეს და ძირს დავეცი. მადლობა ღმერთს რომ დღეს წარმატებული ფეხბურთელი ვარ. კარგად ვიცი იმ ყველაფრის ფასი, რაც მაქვს."
115 შეფასება არ არის
|