შოუბიზნესი ცნობილი ადამიანების 10 საიდუმლო ხრიკი, რომლის წყალობითაც ისინი ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებიან 2023, 16 თებერვალი, 20:28 მსოფლიო შოუ- ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებს წითელი ხალიჩისთვის მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო აქვთ. ვარსკვლავური სტილისტები და ვიზაჟისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სელებრითები ყოველთვის უნაკლოდ და ღირსეულად გამოიყურებოდნენ. ცნობილი ადამიანების ეს 10 ეგრეთ წოდებული "ლაიფჰაკი" გოგონებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ.მისაკრავი - ტრუსებიმისაკრავი - ტრუსები სელებრითებისთვის ერთგვარი გამოსავალია, განსაკუთრებით კი მათი საჭიროება მაშინ დგება როდესაც მნიშნელოვანი ღონისძიებების დროს ვარსკვლავები საკუთარ არჩევანს საკმაოდ ღრმა ჭრილიან კაბებსა და ქვედაბოლოებზე აკეთებენ. ასეთ შემთხვევებში ისინი როგორც წესი, დასაკრავ საცვლებს იყენებენ, რომლებიც კანისფერი წებოვანი ლენტით მზადდება, და აი, მაშინ კი უკვე სანერვიულოც აღარაფერი რჩება, ვინაიდან მათ ინტიმურ ადგილებს გაუთვალისწინებელი მოძრობის შემთხვევაშიც კი ვერავინ დაინახავს.მკერდის სტიკერები (Pasties)გამჭვირვალე სამოსი უდავოდ ხაზს უსვამს ბიუსტს. ვარსკვლავებს თავიანთი "ღირსებების" ნაწილობრივ დამალვაში მკერდზე სპეციალური დასაკრავი სტიკერები ეხმარებათ. მათი შეძენა მარტივად შეიძლება - ისინი ბევრ ონლაინ მაღაზიაში იყიდება. "პესტისი" მრავალი ფერის არსებობს, კანისფერიდან დაწყებული დეკორატიული ვერსიებით დასრულებული.როგორ მოვიშოროთ ტანსაცმლიდან ოფლის ლაქებისამოსზე ოფლის ლაქები რომ არ გამოჩნდეს, რომელსაც ნებისმიერი "ლუქის" გაფუჭება დაუნანებლად შეუძლია ცნობილი სახეები როგორც წესი, ქაღალდის ხელსახოცებს ან ჰიგიენურ საფენებს იყენებენ. მაგალითად, ადრიანა ლიმა იღლიებში ქაღალდის ხელსახოცს ითავსებს, რადგან ვარსკვლავს ჭარბი ოფლდენა აღენიშნება, თუმცა ბევრი სელებრითი უპირატესობას საფენებს ანიჭებს, რადგან ისინი სამოსს იდეალურად ეკვრის.როგორ გამოვიყურებოდეთ ვიზუალურად უფრო გამხდარიბევრი ცნობილი სახე საკუთარი ფიგურისთვის სასურველი ფორმების მინიჭებას მაკორექტირებელი ბანდაჟის საშუალებით ცდილობს. მაგალითად, კიმ კარდაშიანი მასზე გიჟდება და მას არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ატარებს. ერთხელ ტელე - დივამ ისიც კი განაცხადა რომ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ერთის ნაცვლად, ორ მაკორექტირებელ ბანდაჟს იყენებს. რეალითი - შოუს ვარსკვლავის თქმით, ეს მას საზოგადოებისა და კამერების წინაშე კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს.რა ვქნათ თუკი კაბა სხეულზე გვეკვრისატლასის ან სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული სამოსი როგორც წესი, სხეულს ეკვრის, ხოლო იმისთვის რომ კაბა ან ქვედაბოლო ფეხებს არ მიეწებოს, ცნობილი ადამიანები ანტისტატიკს იყენებენ, მაგრამ თუ ტანსაცმლის განმუხტვის საშუალება ხელთ არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ ის თმის ლაქით სრულიად თავისუფლად ჩაანაცვლოთ.ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელიხშირად ხდება, რომ დიზაინერს ვარსკვლავებისთვის ფეხსაცმელი წითელ ხალიჩაზე გასვლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე მიაქვს. ცნობილია, რომ ფეხსაცმელზე მითითებული ზომა ხშირად არ ემთხვევას რეალობას, ამიტომ სელებრითებისთვის ტრადიციულად სხვადასხვა ზომის რამდენიმე მოდელი მიაქვთ, თუმცა ვარსკვლავების უმრავლესობა უპირატესობას ერთი ზომით დიდ ფეხსაცმლს ანიჭებს, რათა მასში თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს.როგორ დავიწვრილოთ ვიზუალურად წელიცნობილი სტილისტი მიქაელა ერლანგერი გოგონებს წელის დასაწვრილებლად ლენტის გამოყენებას ურჩევს. მიქაელა ცნობილი სელებრითების კაბების შიგნით ლენტს ამაგრებს, რომელსაც წელის ირგვლივ შეძლებისდაგვარად ჭიმავს. ამრიგად, კაბა მშვენივრად "ჯდება" სხეულზე და ის წელს ვიზუალურადაც აწვრილებს.როგორ ჩავიცვათ მაღალყელიანი ჩექმა მარტივადმაღალყელიანი ჩექმების ჩასაცმელად ცნობილი სახეები პოლიეთილენის პარკებს იყენებენ, რომელსც ჩექმის ყელში ათავსებენ, სადაც ფეხი შემდეგ უკვე მარტივად თავსდება. ასეთი მეთოდი ამცირებს ხახუნს და ჩაცმის პროცესსაც აადვილებს.როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმლიდან ნაკაწრებიკბილის პასტის უნივერსალური თვისებები ბევრისთვის ცნობილია. ერთ-ერთი მათგანი - ფეხსაცმლიდან ნაკაწრების მოშორებაა, რეკომენდებულია ფეხსაცმელზე ცოტაოდენი კბილის პასტის წასმა და ზედაპირის ნესტიანი ქსოვილით გაწმენდა. ამის შემდეგ ფეხსაცმელი ახალივით გამოიყურება.როგორ მოვაშოროთ სამოსიდან დეზოდორანტის კვალიყველასთვის ცნობილია დეზოდორანტის მიერ დატოვებული საშინელი კვალის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ "ლუქს", არამედ ტანსაცმელსაც აფუჭებს. ამ სიტუაციაში ჰიგიენური საფენები დაგეხმარებათ - ისინი არა მხოლოდ ოფლისგან დაგიცავთ, არამედ ტანსაცმელს საშინელი თეთრი ლაქებისგანაც დაიცავს, მაგრამ თუ სამოსი უმკლავებოა, ეს მეთოდი არ გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში უკვე ნეილონის წინდები უნდა გამოიყენოთ. საკმარისია მისი საშუალებით ლაქა გაწმინდოთ და ის უბრალოდ გაქრება.335 შეფასება არ არის |