x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახალი მესიჯი გაუშვიათ.... რა დღეში ვართ, ხალხოოოო"- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ევროპის ყველა მოძულეს ხელისუფლებიან-მხარდამჭერებიანად კისლოვოდსკში გადაბარგებას სთავაზობს, ქვეყანაში დარჩენილ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს კი დაუღალავი ბრძოლისკენ მოუწოდებს:


"ვისაც არ უნდა ევროპა, თვითმფრინავში რომ ჩავსვათ, ხელისუფლებიან-მხარდამჭერებიანად კისლოვოდსკში რომ გავუშვათ და ჩვენ ვიწვალოთ, იქნებ როგორმე მიგვიღონ ევროკავშირში, არ შეიძლება? ბილეთების ფული ჩვენ მოვუგროვოთ, კაცო, არაა პრობლემა. საპროტესტო აქცია მოვაწყოთო, რად გვინდა ასეთი ევროპაო-ახალი მესიჯი გაუშვიათ ქოცებს და ქუჩაში გავალთ, აქციას გავმართავთ ასეთი ცუდი ევროპის წინააღმდეგო. რა დღეში ვართ, ხალხოოოო????.


P.s. ჩავამატებ -გაბრაზების დროა, აღარაა დაცინვის დრო!!!!"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე დაყდნობით აცხადებს რომ მათ შეუძლიათ თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ მას საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მისცემენ. მისივე თქმით, ეს არის იმ თამაშის და შანტაჟის ნაწილი, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ.


"ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ.


მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის “შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება." – განაცხადა დედაქალაქის მერმა.



ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ იგივე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მათთვის აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს. ამასთან, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.







0
605
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
605