x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ შეუძლიათ კორეაში მასაჟისტებად მხოლოდ უსინათლოებს მუშაობა?

image


პროფესიონალი მასაჟისტების მომსახურებით ადამიანები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ, თუმცა სამხრეთ კორეაში ერთი თავისებურება არსებობს: იქ მასაჟს მხოლოდ უსინათლოები აკეთებენ. ამ ქვეყანაში მასაჟის გაკეთების ლიცენზია მხოლოდ მათ ეძლევათ. კარგი მხედველობის მქონე მასაჟისტები კი სამხრეთ კორეაში არალეგალურად მუშაობენ და დიდი ჯარიმების საფრთხის წინაშეც დგანან. სხვათა შორის, თანხა საკმაოდ სოლიდურია და დაახლოებით 23 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. მასაჟისტებად მუშაობის მსურველები კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით დემონსტრაციებზე მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდნენ. მეტიც, ერთხელ საქმე სასამართლომდეც კი მივიდა.



როგორ გაჩნდა კანონი


image


100 წლის წინ კორეაში ძალაუფლება იაპონიას ეკუთვნოდა, მაშინ იაპონელების მიერ დადგენილება იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც მასაჟით ფულის შოვნა მხოლოდ ან უსინათლო ან ცუდი მხედველობა მქონე კორეელებს შეეძლოთ. გავიდა ნახევარი საუკუნე და ხელისუფლებაში კვლავ კორეელები დაბრუნდნენ. მათ უკვე თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი წესების თავადვე დაწესება, თუმცა კანონი იმის შესახებ რომ მასაჟი - უსინათლოთა პროფესიაა, მათ უცვლელი დატოვეს, ვინაიდან ჰუმანურად თვლიდნენ რომ ამ გზით ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას შეძლებოდა პატიოსანი გზით საარსებო მინიმუმის გამომუშავება.


რატომ არ გაუქმდა კანონი


image


კარგი მხედველობის მქონე ადამიანები უჩვეულო კანონს ვერ ეგუებოდნენ და მას ქვეყნის მხედველი მოსახლეობის სრულ დისკრიმინაციად თვლიდნენ, თუმცა ყველა მათი მცდელობა რომ კანონში რაიმე ცვლილება შესულიყო უშედეგო აღმოჩნდა, კანონი კვლავ ძალაში დარჩა. 16 წლის წინ გაფიცვები ისევ დაიწყო, რომელშიც აღშფოთებული კორეელები მონაწილეობდნენ, გავრცელდა ხმები რომ კანონი მალე გაუქმდებოდა ან შეიცვლებოდა, რის შემდეგაც უკვე მხედველობა დაქვეითებულები აღშფოთდნენ, ზოგმა სიცოცხლე თვითმკლელობითაც კი დაასრულა. უსინათლოებმა კანონის შესაძლო გაუქმების შესახებ გავრცელებული ხმები ხელისუფლების მიერ მათთვის უკანასკნელი საარსებო საშუალების წართმევის მცდელობად შეაფასეს. საჯარო მსჯელობები არ წყდებოდა. 2 წლის შემდეგ მაინც გადაწყდა ძველი კანონის ძალაში დარჩენა, რომლის თანახმადაც მასაჟისტად გახდომა მხოლოდ ცუდი მხედველობის მქონე პირებს შეეძლოთ.


image


კორეის სასამართლო საერთოდ ვერ ხვდებოდა რატომ წარმოიშვა ქვეყანაში მსგავსი პრობლემა. კანონი უსინათლოებს ფულის გამომუშავებაში ეხმარებოდა, მაშინ როდესაც სრულყოფილი მხედველობის მქონე პირებს ფულის კეთების სხვა უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ.








0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
128