x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მორჩა დასრულებული ამბავია"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ტვ პირველის" ეთერში "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის მიერ პატიმარ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება და ბოკერია - ჩერგოლეიშვილი - ბობოხიძის ტრიოს "პოლიტთაღლითებს" უწოდებს:


"ახლა ვუსმენ კაკო ბობოხიძეს ტვ პირველით, აი იმ ბობოხოძეს რომლის პარტიის ლიდერი, რომელსაც ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში პირდაპირ ედება ბრალი და ( მისნაირების ანუ ბოკერიას მაგვარი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გამო პასუხს სააკაშვილს სთხოვენ და ბოკერიას არა) მილიონებს ედავებოდნენ ამ ბოკერიას და საოცარია, რომ ნიკა გვარამიას, სამსახურის მანქანის გამოყენებისთვის -მანქანის გამოყენების გამო იჭერენ, უგულავა ორჯერ დაიჭირეს ( ნონსენსია), მერაბიშვილი 7 წელი იჯდა, აი ბოკერია- მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი დაკითხულიც კი არ არის, მიუხედავად ელენე თევდორაძის ღია ჩვენებისა, სადაც პირდაპირ ბოკერიას ადებს ხელს ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში და პატიმრების დახვრეტაში.


დღეს ბოკერიას მეუღლე ჩერგოლეიშვილი დასცინის, უშვერი სიტყვებით, აკნინებს, ლაჩრად მოიხსენიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც მსოფლიომ პუტინის ტყვედ აღიარა, ბობოხიძე გაჰყვირის "ჩემთვის სააკაშვილი, ეს პოლიტიკოსი აღარ არსებობსო, იმის შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას ეხვეწება რომ ავად ვარ და გამიშვითო", ისტერია აქვთ ამ მრავალწლიან "პოლიტთაღლითებს", ბოკერიას პირველობის ჟინით შეპყრობილებს ჩერგოლეიშვილ -ბობოხიძეს, რადგან დავალებულნი არიან დიდად "დავალებულნი" და რა ჰქნან "შიში შეიქმს სიყვარულსა"?!



არადა მე ვეტყვი დაზუსტებით რომ, სულ რომ გაწყდეს პოლიტიკოსი საქართველოში, სულ რომ ყირაზე დადგეს ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად კაკო ბობოხიძე, საქართველოში თუ ვინმე ვერ ეღირსება დიდ პოლიტიკას აი ეს ბოკერიაა "მევიღლესთან" ერთად, შანსი არ არის შანსი, არის რაღაც, როცა ხალხი შეგიზიზღებს, როგორც პოლიტიკოსს და მორჩა, დასრულებული ამბავია.



ეს თქვენთვის არ არსებობს სააკაშვილი, ხოლო მსოფლიო მედია და პოლიტიკოსები მასზე საუბრობენ ასეა და ასე იქნება, "პოლიტჩრდილებზე" არ საუბრობენ, ნოვატორებზე ლიდერებზე კი. ახლა რაც შემეხება მე, რატომ ამომიღეს მიზანში, ამ "პოლიტთაღლითებმა", იმიტომ, რომ ცოტანი დავრჩით, აკი დაწერა კიდეც ჩერგოლეიშვილმა " ჩარკვიანს სააკაშვილი ალაპარაკებსო, მისი მესიჯებიაო"( ნუ ყველა საკუთარი თავით მსჯელობს)



დიახ ცოტანი დავრჩით ერთი მეც მათშორის ცხადია, ვისთვისაც სააკაშვილი მასშტაბური ლიდერია და ყველაფერს ვაკეთებთ მისი გადარჩენის გამო ყველა "ფრონტზე", რაც შეეხება მის "სიმხდალეს" (როგორც ჩერგოს და ბობოხიძეს ახმოვანებინებს ბოკერია აზრს) მხდალი პრეზიდენტი არ ჩამოვიდოდა და არ ჩაბარდებოდა ამ ხელისუფლებას, სიმხდალე ყოფილი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის და ხელის ბიჭი კაკო ბობოხიძის ღალატია, სიმხდალე პასუხისმგებლობას რომ გაექცევი, როგორც ბოკერია გაექცა აი ეს არის, სიმხდალე ჟურნალისტი "ჩერგო" რომ გქვია ვითომ დემოკრატიაზე საუბრით რომ ფინანსდები და იმ წლებში არაფერზე სრულიად არაფერზე ხმა არ ამოგიღია, არც იმაზე ბობოხიძემ ღია ეთერში მძიმე მძიმე ფიზიკური ტრამვები რომ მიაყენა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს და არავინ მოსთხოვა პასუხი და თან იცოდა რომ პასუხს არ მოსთხოვდნენ ბოკერიას მფარველობის მეშვეობით, არც შენი ქმრის ან სხვათა უმსგავსობაზე მათშორის მოლაშვილის მიმართ ბრალდებას, ასევე ხელს რომ ადებდა გარდაცვლილი, სტრასბურგით, აი რომ გაექცევი პასუხისმგებლობას და ხმა რომ არ ამოგიღია და ახლა ერთ კაცს -პრეზიდენტს ახოცავთ ყველაფერს, აი სიმხდალე და ღალატი ეს არის, მიხეილ სააკაშვილი დიდი სახელმწიფო ინსტიტუციების- ქალაქების შენებით შევა ისტორიაში, კიდევ იმით რომ პუტინის პატიმარია, კიდევ იმით რომ ვაჟკაცურად იცოდა რასაც აკეთებდა და ჩამოვიდა და კიდევ შეცდომით და იცით უპირველესად რა შეცდომით???


აი გიგა ბოკერია- ბობოხიძის (და ბევრი სხვა) მაგვარი "პოლიტთაღლითები" გვერდით რომ ჰყავდა. მე ის მიკვირს ამ "პოლიტთაღლითების" ხელში, როგორ შეძლო ამხელა რეფორმები და ქვეყნის შენება დიახ, სააკაშვილი შევა ისტორიაში და შევიდა უკვე, როგორც პუტინის დაუძინებელი მტერი და მებრძოლი, ხოლო ბოკერია კი ხალხის ღალატით და ფსევდო ოპოზიციონერის სახელით.


რაც შემეხება მე: ვურჩევ ტყულიად არ გაისარჯონ, მაინც ვერ დამძრავენ ადგილიდან მე და ჩემნაირ ბევრს, მე დავპირდი პრეზიდენტს და მე და ჩემი ვაჟკაცი მეუღლე ბოლომდე ვუმეგობრებთ, "ესენი" კი ტყუილად ნუ გაირჯებიან, რადგან აცრა მაქვს გაკეთებული მოღალატე და კორუფციონერ "მრავალწლიან თაღლითებზე" და მათ "პუბლიჩნი" მეუღლეებზე."- წერს პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.






0
722
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
722