კინო თამამ სცენებს არ შეუშინდნენ: 10 მსახიობი ქალი, რომელმაც სახელი ინ@იმურ კადრებში თამაშით გაითქვა 2023, 14 თებერვალი, 18:27 თამამ სცენებში თამაშის შემდეგ მსახიობი ქალბატონები ან კრიტიკის ქარ- ცეცხლში ეხვევიან ან ყველასთვის საყვარლები და პოპულარულები ხდებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნონილ ლამაზმანებს, რომლებმაც სახელი ინტიმური ხასიათის სცენებში მონაწილეობით გაითქვეს.მარგო რობი, "უოლ სტრიტის მგელი" (2013)მარგო რობის პირველ საეტაპო ნამუშევრად მარტინ სკორსეზეს "უოლ სტრიტის მგელში" შესრულებული ნაომი ლაპალიას როლი ითვლება. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული სცენა მარგოს გმირის თითქმის შიშველი გამოჩენაა. ამ სცენამ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა და ავსრალიელ მსახიობს ჩვენი დროის ყველაზე მაცდური მსახიობის იმიჯი საშვილიშვილოდ დაუმკვიდრა.უმა თურმანი, "სახიფათო კავშირები" (1988)ვინ იფიქრებდა, რომ უმა თურმანს საკუთარი კარიერის დაწყება ფილმ "სახიფათო კავშირებით" შეეძლო. რეჟისორ სტივენ ფრირზის 1988 წელს გადაღებულ ფილმში ის უცოდველ ახალგაზრდა ქალს განასახიერებს, რომლის შეცდენასაც ფილმის მთავარი გმირი ცდილობს. უმა თურმანისთვის პიკანტურ სცენაში მონაწილეობა არ წესი, არამედ უფრო - გამონაკლისია. ამის შემდეგ მსახიობი ეკრანზე ღამის პერანგითაც კი აღარავის უნახავს.ემილი უოტსონი, "ტალღებთან მებრძოლი" (1996)რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა დებიუტანტ ემილი უოტსონს ფილმში "ტალღებთან მებრძოლი" მთავარი როლი ანდო, რომელიც მანამდე ძირითადად ლონდონის თეატრებში თამაშობდა. მსახიობისთვის ბეს მაკნილის როლი ზედმეტად თამამი და შესასრულებლად უხერხულიც კი აღმოჩნდა, თუმცა ემილიმ როლს თავი ასი პროცენტით გაართვა, შედეგად, ფილმმა მსახიობს მრავალი ჯილდო და ნომინაცია მოუტანა.ჰელენა ბონემ კარტერი, "მტრედის ფრთები" (1997)ჰელენა ბონემ კარტერმა თავისი ეკრანული კარიერის 15 წელზე მეტი კოსტიუმირებულ დრამებში გაატარა, მაგრამ 1997 წელს მსახიობმა გადაწყვიტა თავისი შემოქმედებითი დიაპაზონი გაეფართოებინა. მის გარღვევად მსოფლიო კინოში იქცა ფილმები - "მტრედის ფრთები" და "მებრძოლთა კლუბი", სადაც ჰელენა მაყურებლის წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა.ჯესიკა ჩესტეინი, "ჯოლინი" (2008)ჯესიკა ჩესტეინის კინოდებიუტი ფილმში "ჯოლინი" 2008 წელს შედგა, სადაც მან ობოლი გოგონას როლი განასახიერა, და უნდა აღინიშნოს რომ მსახიობმა შესანიშნავად მოირგო ქალის დრამატული როლი, გარდა ამისა ფილმში მან რამდენიმე ისეთ სცენაშიც ითამაშა, სადაც ის სრულიად შიშველი იყო.შარლიზ ტერონი, "ეშმაკის ადვოკატი" (1997)მას შემდეგ რაც ყოფილი სამხრეთ აფრიკელი მოდელი შარლიზ ტერონი სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა ის რეჟისორების მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ უჩიოდა, თუმცა მათი მხრიდან ერთადერთი შეთავაზება მხოლოდ თამამ ფილმებში თამაში იყო, ის კი მსგავსი სახის კინონამუშევრებში თამაშზე უარს ამბობდა, რადგან გაშიშვლება არ სურდა. დრო მიდოდა, შარლიზს სხვა როლებს არ სთავაზობდნენ, ლოს-ანჯელესში კი მოგეხსენებათ ცხოვრება ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი იძულებული გახდა ფილმ "ეშმაკის ადვოკატში" თამაშს დათანხმებულიყო, სადაც ინტიმური ხასიათის მრავალი ეპიზოდი იყო, თუმცა სწორედ მერი-ენ ლომაკსის როლმა მოუტანა მსახიობს პოპულარობა და კარი გაუღო დიდი კინოს სამყაროში.მეგი ჯილენჰოლი, "მდივანი ქალი" (2002)მეგი ჯილენჰოლის მიერ "მდივან ქალში" შესრულებული ლი ჰოლოვეის როლი მის ფილმოგრაფიაში ალბათ საუკეთესოა. რეჟისორ სტივენ შეინბერგის ფილმში მან მაზოხისტი მდივანი ქალის სახე შესანიშნავად მოირგო. კინონამუშევარი თამამი სცენების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ამ ფილმის წყალობით მეგი ჯილენჰოლი კარიერულად კიდევ უფრო შორს წავიდა, მალევე რეჟისორებმა მას როლები ისეთ სერიოზულ ფილმებში შესთავაზეს როგორიცაა "შეშლილი გული" და "კეთილშობილი ქალი".დეიზი ედგარ-ჯონსი, "ნორმალური ადამიანები" (2020)ინგლისელმა მსახიობმა საყოველთაო აღიარება სერიალში "ნორმალური ადამიანები" მარიანა შერიდანის როლით მოიპოვა. სერიალში, რომელიც ორი მოზარდის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს არაერთი ინტიმური სცენაა. როგორც ცნობილია გადაღებებს საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტი ესწრებოდა, რომელიც მსახიობებს ამ მეტად საპასუხისმგებლო სცენებისთვის წინასწარ ამზადებდა. მაგალითად, დეიზი დასამშვიდებლად და სტრესის მოსახსნელად შიშველ მდომარეობაში თავს ფოტოებს, შხაპის ქვეშ კი ვიდეოებს უღებდა.
კეტლინ ტერნერი, "Body Heat", (1981)კეტლინ ტერნერის კარიერამ დაღმასვლა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ვარსკვლავს სულიერი წონასწორობა ქრონიკულმა დაავადებამ - რევმატოიდულმა ართრიტმა დააკარგვინა, როდესაც უკვე ბაზარზე პრეპარატები გამოჩნდა, რომლებსაც მსახიობის მეტ-ნაკლებად ნორმალურ ცხოვრების რიტმში დაბრუნება შეეძლოთ, დრო უკვე დაკარგული იყო - მისი ცხოვრების საუკეთესო წლების უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა მაყურებელს კეტლინ ტერნერი ახსოვს ფილმებით "რომანი ქვასთან", "პეგი სუ თხოვდება", და "სხეულის სითბო", სადაც მან მაცდური ბოროტმოქმედის, მეთი უოლკერის როლი განასახიერა.ნაომი უოტსი, "მალჰოლანდ დრაივი" (2001)ბრიტანელ - ავსტრალიელი მსახიობი ნაომი უოტსი ჰოლივუდში 1990-იანი წლების დასაწყისში გადავიდა. დევიდ ლინჩმა მას თრილერში "მალჰოლანდ დრაივი" მთავარი როლი ანდო, შემდეგ ნაომიმ ფსიქოლოგიურ დრამა "21 გრამშიც" გაიხადა. ძალიან თამამი სცენების შემდეგ, მსახიობის კარიერა თავბრუდამხვევად განვითრდა, დევიდ ლინჩისთვის კი ის მუზად იქცა. ერთი წლის შემდეგ მსახიობი ფილმში "ზარი" გამოჩნდა, 2005 წელს კი მან "კინგ - კონგში" მთავარი როლი შეასრულა.1666 შეფასება არ არის |