x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რა ნივთებს ამზადებდნენ ნაცისტები პატიმრების თმებისგან

image


მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიისა და მის მიერ ოკუპირებული ქვეყნების ტერიტორიაზე უზარმაზარი ციხის კომპლექსები აიგო, რომლებსაც საკონცენტრაციო ბანაკები ეწოდა. სწორედ იქ ჩაყავდათ მილიონობით ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები, ასევე დაპყრობილი ტერიტორიების მშვიდობიანი მოქალაქეებიც. დედამიწაზე ყველაზე "პრაქტიკული" ერის წარმომადგენლები პატიმრების სამრეწველო მიზნებისთვის გამოყენების ყველა შესაძლო ვარიანტს ეძებდნენ.





თმებით გატენილი ვაგონები


image


საკონცენტრაციო ბანაკის სისტემის განვითარებითა და პატიმრებით ბანაკების სწრაფი შევსებით მესამე რაიხს ციხის სამოსის შესაკერად ქსოვილის მწვავე დეფიციტი შეექმნა. პრობლემა, რომელიც თავიდან სამხედრო პრობლემების ფონზე არც ისე სერიოზული ჩანდა გადაჭრას მაინც ითხოვდა, და მალე გამოსავალიც იქნა ნაპოვნი. როგორც ცნობილია, ადამიანის თმას დანიშნულება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს მოუძებნეს. იმ დროს გერმანიის "წითელმა ჯვარმა" ქალის თმის შეგროვების მიზნით კამპანია წამოიწყო, რაც აქლემის ბეწვის ნაკლებობით იქნა განპირობებული, რომელსაც გერმანიის სამხედრო მრეწველობაში წყალქვეშა ნავებისთვის თექის ბალიშების დასამზადებლად იყენებდნენ. თმისგან დამზადებული ქსოვილი აქლემის მატყლისგან წარმოებულს არაფრით ჩამორჩებოდა, სწორედ ასე იქნა მაშინ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ნაპოვნი.



image


ნაცისტ ლიდერებთან დაკავშირებულმა მსხვილმა გერმანელმა ფეიქრებმა მათ ეს ისტორია შეახსენეს და დაარწმუნეს რომ თუ ადამიანის თმა თექის წარმოებისთვის შესაფერისი მასალა იყო, მაშინ ის შარვლებისა და ქურთუკების საწარმოებლადაც იდეალური იქნებოდა. საკონცენტრაციო ბანაკების მახლობლად ტექსტილის ქარხნებში საგულდაგულოდ შეფუთული საქონლის პარტიები ერთი მეორის მიყოლებით მიდოდა. მჭიდროდ დალუქული ყუთები ქარხნებში შეჰქონდათ, სადაც მათი გახსნა ხდებოდა. მწარმოებლების გათვლა სწორი აღმოჩნდა: მარტო ერთი ოსვენციმიდან იმდენი თმა მიდიოდა რომ შეუფერხებელი მუშაობისთვის რამდენიმე საწარმოს ჰყოფნიდა. თავად კომერსანტები კი ორმაგ სარგებელს იღებდნენ: ჯერ ერთი, ნედლეულის დეფიციტის პრობლემა უკვე მოგვარებული იყო, და მეორეც, თმის ფასი ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო, რის შედეგადაც ტექსტილის ქარხნების ზოგიერთი მფლობელის ქონება მკვეთრად გაიზარდა.

image



რაიხსტაგი ასევე იმითაც იყო კმაყოფილი თუ როგორ მოგვარდა მისი ერთ-ერთი შიდა პრობლემა. საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებისთვის თავის გადაპარსვა სავალდებულო გახდა, ბანაკის ადმინისტრაციას ტერიტორიის თმის შესანახი სპეციალური ოთახებით აღჭურვა დაევალა, საიდანაც მასალა უკვე ქარხნებში ვაგონებით იგზავნებოდა. ომის დასასრულს ჯარისკაცები იხსენებდნენ თუ რამდენად ხშირად აწყდებოდენ მსგავსი სახის საშინელ საწყობებს, ასე მაგალითად, იმავე ოსვენციმში დაახლოებით 8 ტონა ადამიანის კულული იქნა ნაპოვნი, რომელიც წარმოებში ჩასაშვებად იყო მზად. როგორც შემდგომი ლაბორატორიული კვლევების შემდეგ გაირკვა, ყველა თმა ცოცხალ პატიმრებს არ ეკუთვნოდათ.


image


ტექსტილის მრეწველობამ ამ მიმართულებით წინსვლა განიცადა, ამიტომ მალე თმის გამოყენება გერმანული უნიფორმების სარჩულის დასამზადებლადაც დაიწყეს. მთელი რიგი ექსპერიმენტების შემდეგ შეიქმნა ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც თმის დამუშავების შედეგად გამათბობლის მიღება დაიწყეს, რომელიც ვერმახტის ჯარისკაცებისთვის ზამთრის ტანსაცმლის წარმოებაში ასევე ფართოდ გამოიყენებოდა. ცოტა მოგვიანებით, ლეიბების მწარმოებლებმაც განაცხადეს, რომ თმა თავიანთი პროდუქციის საწარმოებლადაც შესანიშნავი საშუალება იყო. ის რომ ტუსაღების თმა ინდუსტრიისთვის ერთგვარ ნედლეულს წარმოადგენდა, ბანაკის პატიმრებს არ უმალავდნენ, მით უმეტესს, რომ ზოგიერთი მათგანი იმავე ტექსტილის ქარხანაში თავადვე მუშაობდა. ერთ-ერთი ქალი, რომელიც დედასთან და ძმასთან ერთად ოსვენციმში აღმოჩნდა, იხსენებდა: "...ყველას თავი გადაგვპარსეს. ამბობდენ რომ თმას ტილების გამო გვჭრიდნენ, სინამდვილეში კი მას დეზინფექციას უკეთებდნენ და თმებით ჯარისკაცებისთვის ბალიშებს ავსებდნენ".



0
453
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
453