სხვა რა ნივთებს ამზადებდნენ ნაცისტები პატიმრების თმებისგან 2023, 13 თებერვალი, 19:54 მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიისა და მის მიერ ოკუპირებული ქვეყნების ტერიტორიაზე უზარმაზარი ციხის კომპლექსები აიგო, რომლებსაც საკონცენტრაციო ბანაკები ეწოდა. სწორედ იქ ჩაყავდათ მილიონობით ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები, ასევე დაპყრობილი ტერიტორიების მშვიდობიანი მოქალაქეებიც. დედამიწაზე ყველაზე "პრაქტიკული" ერის წარმომადგენლები პატიმრების სამრეწველო მიზნებისთვის გამოყენების ყველა შესაძლო ვარიანტს ეძებდნენ.თმებით გატენილი ვაგონებისაკონცენტრაციო ბანაკის სისტემის განვითარებითა და პატიმრებით ბანაკების სწრაფი შევსებით მესამე რაიხს ციხის სამოსის შესაკერად ქსოვილის მწვავე დეფიციტი შეექმნა. პრობლემა, რომელიც თავიდან სამხედრო პრობლემების ფონზე არც ისე სერიოზული ჩანდა გადაჭრას მაინც ითხოვდა, და მალე გამოსავალიც იქნა ნაპოვნი. როგორც ცნობილია, ადამიანის თმას დანიშნულება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს მოუძებნეს. იმ დროს გერმანიის "წითელმა ჯვარმა" ქალის თმის შეგროვების მიზნით კამპანია წამოიწყო, რაც აქლემის ბეწვის ნაკლებობით იქნა განპირობებული, რომელსაც გერმანიის სამხედრო მრეწველობაში წყალქვეშა ნავებისთვის თექის ბალიშების დასამზადებლად იყენებდნენ. თმისგან დამზადებული ქსოვილი აქლემის მატყლისგან წარმოებულს არაფრით ჩამორჩებოდა, სწორედ ასე იქნა მაშინ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ნაპოვნი.ნაცისტ ლიდერებთან დაკავშირებულმა მსხვილმა გერმანელმა ფეიქრებმა მათ ეს ისტორია შეახსენეს და დაარწმუნეს რომ თუ ადამიანის თმა თექის წარმოებისთვის შესაფერისი მასალა იყო, მაშინ ის შარვლებისა და ქურთუკების საწარმოებლადაც იდეალური იქნებოდა. საკონცენტრაციო ბანაკების მახლობლად ტექსტილის ქარხნებში საგულდაგულოდ შეფუთული საქონლის პარტიები ერთი მეორის მიყოლებით მიდოდა. მჭიდროდ დალუქული ყუთები ქარხნებში შეჰქონდათ, სადაც მათი გახსნა ხდებოდა. მწარმოებლების გათვლა სწორი აღმოჩნდა: მარტო ერთი ოსვენციმიდან იმდენი თმა მიდიოდა რომ შეუფერხებელი მუშაობისთვის რამდენიმე საწარმოს ჰყოფნიდა. თავად კომერსანტები კი ორმაგ სარგებელს იღებდნენ: ჯერ ერთი, ნედლეულის დეფიციტის პრობლემა უკვე მოგვარებული იყო, და მეორეც, თმის ფასი ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო, რის შედეგადაც ტექსტილის ქარხნების ზოგიერთი მფლობელის ქონება მკვეთრად გაიზარდა.
ტექსტილის მრეწველობამ ამ მიმართულებით წინსვლა განიცადა, ამიტომ მალე თმის გამოყენება გერმანული უნიფორმების სარჩულის დასამზადებლადაც დაიწყეს. მთელი რიგი ექსპერიმენტების შემდეგ შეიქმნა ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც თმის დამუშავების შედეგად გამათბობლის მიღება დაიწყეს, რომელიც ვერმახტის ჯარისკაცებისთვის ზამთრის ტანსაცმლის წარმოებაში ასევე ფართოდ გამოიყენებოდა. ცოტა მოგვიანებით, ლეიბების მწარმოებლებმაც განაცხადეს, რომ თმა თავიანთი პროდუქციის საწარმოებლადაც შესანიშნავი საშუალება იყო. ის რომ ტუსაღების თმა ინდუსტრიისთვის ერთგვარ ნედლეულს წარმოადგენდა, ბანაკის პატიმრებს არ უმალავდნენ, მით უმეტესს, რომ ზოგიერთი მათგანი იმავე ტექსტილის ქარხანაში თავადვე მუშაობდა. ერთ-ერთი ქალი, რომელიც დედასთან და ძმასთან ერთად ოსვენციმში აღმოჩნდა, იხსენებდა: "...ყველას თავი გადაგვპარსეს. ამბობდენ რომ თმას ტილების გამო გვჭრიდნენ, სინამდვილეში კი მას დეზინფექციას უკეთებდნენ და თმებით ჯარისკაცებისთვის ბალიშებს ავსებდნენ".455 შეფასება არ არის |