x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
„რა უვიცია, ასწავლეთ, რომ...“ - დავით ბერძენიშვილი ვანო მერაბიშვილზე
image


დავით ბერძენიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და ამჟამინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს უვიცს უწოდებს.

.

პოლიტიკოსი მერაბიშვილის მიერ მარკ ფეიგინისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და წერს, რომ აფხაზეთში ომი 1992-1993 წლებში იყო:


.

„ხაბეს (ანუ, ვანო/კეზერას) მოიმედე ჩემო ნაცო ფბ ფრენდებო! ასწავლეთ ვანო მერაბიშვილს, რომ 1989-90-91 წლებში არ ყოფილა ომი აფხაზეთში - 1992-1993 წლებში იყო. ვუსმენ ახლა ფეიგინთან - ზუსტად ასე უბრძანებია გუშინ. ღარიბაშვილს დიდხანს ეგონა, რომ მიშამ შეიყვანა საქართველო დსთ-ში. რა უვიცია შსს მინისტრი/პრემიერის ეს წყვილი. მართლა ფერი ფერსო" - წერს ბერძენიშვილი.

.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ Live“-ში თქვა, რომ მთავარი პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ხელმძღვანელობის მიმართ პასიურობა და არასაკმარისი აქტივობა იყო. მერაბიშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეში ქვეყანაში სიტუაციას შეცვლის.'

.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში შეცვლის სიტუაციას საქართველოში და არა მხოლოდ... ვიცი, რომ პეტრე ცისკარიშვილი დაკავებულია ჩვენს დიასპორებთან მუშაობით“, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს იმას, რომ პარტია რეალურად იბრძვის ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად.

,

გარდა ამისა, „ფეიგინთან“ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი საფრთხე მიხეილ სააკაშვილია.


„ივანიშვილი მიიჩნევს რომ სააკაშვილი თავისი პირადი მტერია და ყველაზე მთავარი - ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი პუტინის ნომერ პირველი მტერია“, - აცხადებს მერაბიშვილი.

0
1702
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0