x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსის ქალმა, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა, მეგობარი მოწამლა, რათა მისი ვინაობით ესარგებლა
image


47 წლის რუსი ქალის ვიქტორია ნასიროვას პროცესი, რომელიც ნიუ-იორკის ქუინსის რაიონში მიმდინარეობდა, გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.


ყოფილი დომინატრიქსი, რუსეთში 2014 წელს მეზობლის, 54 წლის ალა ალექსეენკოს მოწამვლაში, ასევე მისი მეგობრის, წამწამების დაგრძელების სპეციალისტის, ოლგა ცვიკის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს. იგი აპირებდა ცვიკის მოკვლას ტორტში შერეული ძლიერმოქმედი ტრანკვილიზატორით


ალექსეენკოს გარდაცვალების შემდეგ, რომლის ცხედარიც დაწვეს და მიწაში დამარხეს, ნასიროვა რუსეთის პოლიციამ დაკითხა, თუმცა არ დაუკავებიათ და როცა მიხვდნენ, რომ დასაჭერი იყო, ეჭვმიტანილი უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.



2015 წელს ინტერპოლმა ის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ქუინსის პროკურორები დარწმუნებულნი არიან, რომ ნასიროვა ცვიკის მოკვლას ცდილობდა, რათა მიეთისებინა მისი პიროვნული მონაცემები. 35 წლის ქალის თმის ფერი, კანის შეფერილობა და ზოგიერთი ფიზიკური მახასიათებელი ერთხვეოდა.

image


უკვე ამერიკაში ყოფნის დროს, 2016 წლის 28 აგვისტოს ნასიროვამ ცვიკს სთხოვა სასწრაფოდ მიეღო, რაღაც გადაუდებელ სიტუაციის გამო.


ნასიროვა მივიდა ტორტით. მან თავად შეჭამა ორი ნაჭერი და დიასახლისს მესამე ნაჭერი დაუდო. მალე ის ცუდად გახდა. ბოლოს რაც ახსოვს ნასიროვა ოთახში დაბოდიალობდა.


მეორე დღეს ცვიკი კომაში ჩავარდნილი იპოვეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ტორტის კოლოფში აღმოაჩინეს ფენაზეპამის კვალი, რომელსაც აშშ-ში არ იყენებენ. სანამ ნასიროვა წავიდოდა, მან მსხვერპლს ჩააცვა მაქმანებიანი საცვლები და ოთახში მიმოფანტა იმავე რუსული ტრანკვილიზატორის აბები. პროკურატურის ინფორმაციით, ნასიროვას განზრახვა თვითმკვლელობის ინსცენირება იყო.


"საბედნიეროდ, მისი მსხვერპლი გადარჩა და მოწამვლამ გამოძიება პირდაპირ ბოროტმოქმედთან მიიყვანა", - თქვა ქუინსის გენერალურმა პროკურორმა მელინდა კაცმა.


გაირკვა, რომ ნასიროვამ თან წაიღო დაზარალებულის უკრაინული პასპორტი და აშშ-ში მუშაობის ნებართვა, მისი საყვარელი ოქროს ბეჭედი, წითელი ჩანთა და დაახლოებით 4000 დოლარი ნაღდი ფული.


ნიუ-იორკის ტელევიზიამ ნასიროვამ ციხეში ჩაიწერა ინტერვიუ, რომელშიც ნასიროვამ სიცილით უარყო, რომ ალექსეეევას ცხედარი ნაქირავები მანქანით გადაიტანა, თუმცა ის ვიდეოკამერამ დააფიქსირა.


მან ასევე უარყო ყოფილი საყვარლის ბრალდება, რომ მან მოწამლა მისი ძაღლი, მაგრამ დაადასტურა, რომ ის დომინანტი იყო, თუმცა უარყო, რომ ამ მომსახურებაში ფულს იღებდა. მისი თქმით, მას უყვარდა სადომაზოხისტური პრაქტიკა .


დომინანტის როლში იგი საკუთარ თავს რეიჩელს ან მარა უწოდებდა. 54 წლის რუბენ ბორუხოვმა იგი ინტერნეტით ანას სახელით გაიცნო,


ნასიროვა პირველად ნიუ-იორკის პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, როდესაც საჩივრები შემოვიდა მამაკაცებისგან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მან მათ რაღაცით თიშავდნენ და შემდეგ ძარცვავდნენ. ბორუხოვი ერთ-ერთი მათგანი იყო და მან სასამართლოზე ისაუბრა.


მისი თქმით, ის 2016 წელს გაიცნო "ანა" და როგორღაც მოინახულა იგი ბრუკლინის რაიონში. დიასახლისი მას საკუთარი მომზადებული თევზით გაუმასპინძლდა. ხუთი წუთის შემდეგ ბორუხოვი, მისი თქმით, გაითიშა. მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ მისი ახალი საათი დაკარგული იყო და American Express საკრედიტო ბარათიდან 2 600 დოლარი დახარჯული იყო, რაში დახარჯა არ ახსოვდა.


ამავე დროს, დაზარალებული საოცრად კეთილგანწყობილი იყო ნასიროვას მიმართ.


ცვიკმა, რომელიც მოწამვლის შემდეგ გამოჯანმრთელდა, სასამართლო პროცესზე ჩვენებაც მისცა და, კერძოდ, თქვა, რომ ბრალდებულმა მას გარკვეული პერიოდის შემდეგ დაურეკა. - "ოლგა, ვეღარ შეგეხმიანე, რა მოხდა?


„მომწამლე და გამძარცვე “, - უპასუხა დაზარალებულმა.


" კარგი, მაშინ წადი პოლიციაში", - ურჩია ნასიროვამ. როდესაც ის შვიდი თვის შემდეგ დააკავეს, პოლიციამ მასთან აღმოაჩინა მოპარული ნივთების ნაწილი.


სასამართლო პროცესზე ალექსეენკოს ქალიშვილმა ნადეჟდა ფორდმა ისაუბრა და აჩვენა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ სახლიდან გაქრა ოჯახის სამკაულები და კბილის ჯაგრისიც კი. 2017 წელს CBS-თან ინტერვიუში ნასიროვამ უარყო, რომ მან მოკლა ალექსეენკო.

image

ნასიროვას განაჩენი 21 მარტს გამოცხადდება. მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


მთავარ ფოტოზე:ნასიროვა (მარცხნივ და შემდეგ ფოტოებზე) ცვიკი (მარჯვნივ)


3
334
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
2023, 24 თებერვალი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 თებერვალი, 23:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3