x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინდოეთში ხალხს მოუწოდებენ, დასავლური "ვალენტინობა" გაუქმდეს და მის ნაცვლად "ძროხასთან ჩახუტების დღე" დაწესდეს
image

ინდოეთმა მოუწოდებენ ხალხს, უარი თქვან "დასავლურ" ვალენტინობის დღესასწულზე და მის ნაცვლად 14 თებერვალი გამოცხადდეს "ძროხების ჩახუტების დღედ".


ახალ გზავნილში ინდოეთის მთავრობამ 14 თებერვალი გამოაცხადა ძროხების ჩახუტების დღედ, რათა ჩაეხუტონ პირუტყვს, რომელიც ითვლება წმინდად და წმინდაანად ინდუიზმში, უდიდეს ინდურ რელიგიაში.


ძროხის ჩახუტება "მოიტანს ემოციურ სიმდიდრეს" და "გაზრდის ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ ბედნიერებას", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, იტყობინება გამოცემა The Guardian-ი.



14 თებერვალს სახელის გადარქმევა ასევე მიზნად ისახავს წინ აღუდგნენ "დასავლური ცივილიზაციით დაბრავებულ" საზოგადოებას, მთავრობა შიშობს, რომ ეს ყველაფერი ძველი ინდური ტრადიციების ხარჯზე მოდის.


14 თებერვალი ანუ "ვალენტინობის დღე" ახალგაზრდებში პოპულარულ მოვლენად ბოლო ათწლეულის განმავლობაში იქცა - ტენდენცია, სადაც ინტენსიური მარკეტინგული კამპანიაც არის ჩადებული, რა დროსაც იყიდება ყვავილები, რბილი სათამაშო დათუნიები, გულის ფორმის საჩუქრები და რა თქმა უნდა რომანტიკული ჟესტები, რათა გააოცოთ საკუთარი შეყვარებული.


ინდუისტურმა ნაციონალისტურმა პოლიტიკამ მხარდაჭერა მოიპოვა ინდოეთში და "დასავლური" დღესასწაულები, ასევე ტრადიციები, როგორიცაა "ვალენტინობის დღე", კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა "კორუმპირებული ღირებულებების" პროპაგანდის გამო.



მაღაზიებს, რომლებიც ყიდიან ბარათებსა და ვალენტინობის დეკორაციებს, თავს დაესხნენ მემარჯვენე ნაციონალისტური "სიფხიზლის ჯგუფები", რომლებმაც ასევე მიზანში ამოიღეს ის წყვილები, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ.


ეს "სიფხიზლის ჯგუფები" ხშირად ეწევიან ქალების მორალურ კონტროლს და "ვალენტინობის დღის" კრიტიკაც მათგან მოსალოდნელია.

2
68
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
68
  
2023, 22 თებერვალი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2