კინო მიწისძვრას სერიალის "ერთხელ ჩუქუროვაში" მსახიობი და მისი ქალიშვილი ემსხვერპლნენ 2023, 11 თებერვალი, 14:42 თურქულმა პრესამ გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია, სერიალში "ერთხელ" ჩუკუროვაში" როლის შემსრულებელი ემელ ატიჩი და მისი ქალიშვილი ჰანდე პურიან ატიჩი მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ.
თურქეთში და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება უკვე 22 000 ათასს მიაკითხა, ახლახან გახდა ცნობილი, რომ მიწისძვრას შეეწირა პოპულარული თურქული სერიალის "ერთხელ ჩუქუროვაში" " მსახიობი, ემელ ატიჩი, ეს იყო მსახიობის უკანასკნელი როლი.მასთან ერთად დ აიღუპა მისი ქალიშვილი ჰანდე პურიან ატიჩი. სამძიმრის წერილს აქვეყნებს სერიალის ოფიციალური გვერდი: "სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენი სერიალის ძვირფასი მსახიობის ემელ ატიჩისა და მისი საყვარელი ქალიშვილის ოჯახსა და ახლობლებს, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს" სამძიმრის წერილს აქვეყნებს ბეიკოზის უნივერსიტეტი, სადაც ჰანდე პურიან ატიჩი სწავლობდა: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უნივერსიტეტის სამოქალაქო ავიაციის მართვის პროგრამის 2014-2015 წლებში კურსდამთავრებულის ჰანდე პიურიან ატიჩისა და მისი დედის, ემელ ატიჩის, მიწისძვრის შედეგად გარდაცვალების გამო.ბეიკოზის უნივერსიტეტის ოჯახი, ჩვენს საყვარელ პურიანს, ჩვენს კურსდამთავრებულს და მის ძვირფას დედას, ალლაჰი წყალობდეს და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს“. 293 2-ს მოსწონს
|