x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბრიტანელებმა შექმნეს ზეთანამედროვე ტექნოლოგიის ქურთუკი, რომელშიც ადამიანი -180 გრადუსსაც უძლებს
image
დიდი ხანია მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიებზე რომელიც ადამიანს გადაცივებისგან ან გადახურებისგან დაიცავს. ბრიტანელებმა შექმნეს ზეთანამედროვე ტექნოლოგიის ქურთუკი, რომელიც დედამიწის ყველაზე ცივ ადგილზეც კი დაიცავს ადამიანს სიცივისაგან. ქურთუკი გამოიცადა სხვადასხვა ტემპერატურაზე და მისი საიმედოობის ნიშნული ცდებით დადასტურდა რომ -180 გრადუსამდეა ანუ ადამიანი რომელიც ჩაიცვამს ბრიტანული ტექნოლოგიის ქურთუკს " Titan Fleece", რომელიც შეიკერა კომპანია "Volleback"-ის მიერ, პრაქტიკულად გაუყინავი ხდება პლანეტა სატურნზეც კი.



"Volleback"-ის მიერ შეკერილი ქურთუკი ისეა შეკერილი ჩვეულებრივი ზამთრის ქურთუკისაგან ვერ გაარჩევთ, გამოირჩევა არა მხოლოდ სითბოს მაქსიმალური შენარჩუნებით, არამედ ქსოვილის მაქსიმალური სიმყარით და საიმედოობით.
დიდი ალბათობით ბრიტანელები აღნიშნული ტექნოლოგიის სამხედრო ქურთუკებსაც შეკერავენ თავიანთი სამხედროებისათვის.


ამ ტექნოლოგიის ქურთუკში ჩაცმულ სამხედროს თუ პოლიციელს შეუძლია ძალიან დიდხანს იაროს ღია სივრცეში სიცივის მიუხედავად სრულიად უსაფრთხოდ.



ქურთუკს გააჩნია სამი ფენა:



1. 60%-ბოჭკოვანი, მაღალმოლეკულური პოლიეთინენია.
2. 100%-პოლიმიდი.
3. 100%-ი პოლიესტერი.



ქურთუკს გააჩნია რამდენიმე ჯიბე, მაგნიტური ელვა შესაკრავი. ქურთუკის ღირებულებაა 995 ფუნტი სტერლინგი.

imageimage


0
44
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
44