x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თომას ანდერსი თბილისში შოუს გამართავს. "Modern Talking"-ის დაშლის მიზეზი

8 მარტს მსოფლიო სცენის ლეგენდა, ჯგუფ – «Modern Talking»–ის სოლისტი თომას ანდერსი თბილისში შოუს გამართავს! მისი თქმით, ქართველი მაყურებლისთვის წარსადგენი საკონცერტო პროგრამა, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, მათ შორის, რაც მას ბოლო წლებში გაუკეთებია. გარდა ამისა, კონცერტის დროს, გამოყენებული იქნება საინტერესო ვიდეო სცენაც.


image


Modern Talking 1984 წელს შეიქმნა და თავიდან ჯგუფში 2 სოლისტი: თომას ანდერსი და დიტერ ბოლენი იყო. მათი გზები, საბოლოოდ, 2003 წ. გაიყო (Modern Talking, პოპის ისტორიაში, 1984–1987 და 1998–2003 წლებში, ერთ–ერთი პოპულარული ჯგუფი იყო. 1987 წელს ჯგუფი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაიშალა. ხოლო, 1998 წ. ისევ გაერთიანდა. რედ.). წლების შემდეგ, მომღერლებს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ერთი კონცერტისთვის, ან თუნდაც, ერთი დუეტის ჩაწერისთვის მაინც გაერთიანდნენ... მაგრამ, გაჯიუტებულ თომასს მსგავს წინადადებებზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – «არა!». დიტერი კი, ერთობლივი პროექტის წინააღმდეგი არ არის.


image


ის, თუ რატომ არის ანდერსი ასე განწყობილი, მან თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ახსნა:

«თითქმის ყველა ფიქრობდა, რომ დუეტი პირველად, ჩემი მეუღლის, ნორას გამო დაიშალა, რომელსაც უნდოდა, რომ სოლო კარიერა მქონოდა. მაგრამ ეს ასე არ იყო. სინამდვილეში, დიტერისგან ძალიან დავიღალე – დაუსრულებელი გასტროლები, ფოტოსესიები... ერთ სასტუმროში, თითქმის, 1 წლის ცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი ერთობა ნერვებზე მოქმედებდა. ვფიქრობ, რომ დიტერს თავში ორი სადენი არასწორად აქვს შეერთებული, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება მისი ქცევების ახსნა. ჩემი აზრით, მას გრძნობები არ გააჩნია…

ერთხელ დიტერი Adidas–ის რეკლამაში გადაიღეს, რის შემდეგ, მან საშინელი ფერის სპორტული კოსტიუმის ტარება დაიწყო, რომელიც გადაღების შემდეგ დარჩა. ამ კომპანიას მისთვის, უახლოესი 10 წლის მანძილზე, სპორტული სამოსის უფასოდ მიწოდება რომ შეეთავაზებინა, ალბათ, მხოლოდ სპორტულებით ივლიდა. ბოლენი – ყველაზე ძუნწი და ხარბი ადამიანია, მათ შორის, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია! დარწმუნებული ვარ, Modern Talking–ის განახლებაც, მხოლოდ ფულის გამო უნდა... რაც უფრო მეტ ალბომს ვიყიდდით, მით უფრო დიდ გენიოსად მიაჩნდა თავი მას და ყოველთვის ამბობდა: «მე – სტუდიაში საუკეთესო პიანისტი, მომღერალი... და საერთოდ, ყველაზე მთავარი ვარ». დიტერი ადამიანებს ღრუბელივით წოვდა, ის მათ ენერგიას ართმევდა, რადგან უფრო მეტად კაშკაში, მხოლოდ ასე შეუძლო მას.

და კიდევ – ის მშიშარა არის. ჩემთან დარეკვა და იმის თქმაც კი ვერ შეძლო, რომ ჯგუფიდან წასვლას აპირებდა – ამის შესახებ, გაზეთებიდან გავიგე. თუმცა, მანამდე მოვილაპარაკეთ, რომ პაუზას ავიღებდით და საჯაროდ, ჩვენს გადაწყვეტილებას არ განვიხილავდით. მან პირობა დაარღვია! მე თავად დავურეკე დიტერს და ვკითხე, რაც გაზეთებში ეწერა, მართალი იყო, თუ არა?.. და მან, ჩრდ. გერმანული აქცენტით მიპასუხა: «Ja, Ja...» (დიახ). ხოლო, მე ვუთხარი, რომ ის ყველაზე დიდი ნაძირალა იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია! ყურმილი დავდე და მას შემდეგ აღარ არსებობს Modern Talking, ხოლო ჩემთვის, დიტერ ბოლენიც.



image


არხის სხვა სიახლეები:


* არაბი შეიხების უცნაური ავტომობილები (ზოგიერთი, "თბილისური" "ფორსაჟის" რეკვიზიტს გაგახსენებთ)

* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება

* "თაფლობის თვე" – ათასწლოვანი ტრადიციის ფესვები

* იდუმალი სიურპრიზები, რომლის ნახვა არქიტექტურის ძველ ძეგლებზე შეიძლება

* რომაელების რეაქცია კეისრის მკვლელობაზე

* ცინიკური გარიგება "ეშმაკთან" – რატომ დახუჭა თვალი სტალინმა თვალი ევროპაში დაწყებულ ომზე

* მოდის "სიგიჟე" – ყველაზე უხამსი და მოუხერხებელი ვარსკვლავური სამოსი წითელ ხალიჩაზე



1
118
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
118
  
2023, 11 თებერვალი, 11:13
ადრეც იყო თბილისში ჩამოსული,1990 ან 1991 წელი იყო ზუსტად არ მახსოვს
0 1 1