x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ეს რა მეტროსექ@უალურ ვიდზე დამდგარა"- ვისზე საუბრობს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი ორწლიანი ძებნის შემდეგ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება და წერს:


"ეს ბადრი ესებუა რა მეტროსექსუალურ ვიდზე დამდგარა თუ როგორ უნდა ვთქვა?"- ვკითხულობთ სარიშვილის სტატუსში.


შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. სამართალდამცველებისთვის დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ესებუას ადვოკატის განცხადებით, "საქართველოს ბანკის" ძარცვაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ესებუა აცხადებს, რომ თავდასხმის დღეს ბანკის შენობაში საერთოდ არ ყოფილა.


ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.







0
1042
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1042