ქალი რა არის ჰორმონალური მუცელი ? - როგორ გავიქროთ მოკლე დროში... 2023, 8 თებერვალი, 22:59 ჰორმონალური მუცელი, რომელსაც მეორენაირად უწოდებენ აბდომინალურ სიმსუქნეს. ის წარმოადგენს სიმსუქნის განსაკუთრებულ ტიპს, როცა კონკრეტულად იზრდება წელის გარშემოწერილობა.ეს გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით, როდესაც ხდება ცხიმების ჩალაგება კონკრეტულად ამ არეში.
რაც არ უნდა გავაკეთოთ თუ ჰორმონალურ დისბალანსს მწყობრში არ მოვიყვანთ არანაირი ტენდენციური დიეტა ან მომატებულლოი ფიზიკური აქტივობა სათანადო შედეგს არ გამოიღებს.
ცხიმოვანი ქსოვილი, მისი ადეკვატური რაოდენობა, განსაკუთრებით ქალებში, წელის არეში ეს არის ნორმა. ცხიმოვან ქსოვილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მას აკისრია უამრავი ფუნქცია ისეთი როგორიც არის თბოიზოლაცია, მექანიკური დაცვა სხვადასხვა ორგანოების, ასევე ბევრი ნივთიერების სინთეზი, მათ შორის სასქესო ჰორმონების, ამიტომ ეს ნორმაა და უნდა გვქონდეს. ასევე შეგვიძლია განვასხვავოთ ცხიმოვანი ქსოვილის ორი ტიპი. ერთი არის კანქვეშა ტიპი, რომელიც განლაგებულია უშუალოდ კანის ქვეშ კუნთებამდე, პრესამდე. მეორე არის ვისცელური ცხიმი, რომელიც არის განლაგებული უშუალოდ შინაგანი ორგანოების გარშემო.
ჰორმონალურ მუცელის აღმოსაჩენად დიაგნოსტიკაა საჭირო და პირველ რიგში მოწმდება სამი ჰორმონი:- კორტიზოლი, ინსულინი და პროლაქტინი. ეს არის სამი ძირითადი ჰორმონი, რომელიც უნდა შევამოწმოთ. ამასთან არ იქნება ურიგო თუ ამ პერიოდში დადგინდება ფარისებრი ჯირკვლის მდომარეობა, დე ვიტამინის შემცველობა... დანარჩენი შეიძლება ითქვას ინდივიდუალურია და პაციენტის მდგომარების მიხედვით იცვლება ჩასატარებელი ანალიზების ჩამონათვალი.
122 შეფასება არ არის
|