x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რამდენს შეადგენს მასწავლებელთა ხელფასები სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით?
მასწავლებლის პროფესია ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესია იყო წლების მანძილზე, იმდენად დაუფასებელი, რომ 90-იან წლებში პედაგოგები ხელფასის სახით 4 მილიონ კუპონსაც კი იღებდნენ, რაც 4 დოლარს უტოლდებოდა. მდგომარეობა არც დღეს არის მკვეთრად შეცვლილი. დღემდე მასწავლებლებს ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ და ამის გამო ეს პროფესია ძალიან არაპრესტიჟულია. არადა, სწორედ მასწავლებლის პროფესია უნდა იყოს პრესტიჟულიც და დაფასებულიც, რადგან პედაგოგებს საზოგადოება ბავშვების აღზრდას ანდობს, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმე გახლავთ.


მოდით, გადავხედოთ, რა ხელფასები აქვთ მასწავლებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში:


1. აშშ


ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში მასწავლებლის ხელფასი თვეში საშუალოდ 5658 დოლარს შეადგენს. ეს ჩვენს ფულზე დღევანდელი კურსით დაახლოებით 15 ათასი ლარია.



ალბათ ახლა გასაგებია, თუ რატომ ცდილობენ ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაპარვას მექსიკის გავლით.


2. გერმანია


გერმანიაში იმ მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც მუშაობის 26-წლიანი სტაჟი აქვს, თვეში საშუალოდ 5400 ევროს შეადგენს, რაც დაახლოებით 15, 552 ლარის ეკვივალენტია. დამწყებ მასწავლებლებს რაც შეეხება, ისინი ისეთ მიწაზე, როგორიც ბავარიაა, 4774 ევროს იღებენ ყოველთვიური ანაზღაურების სახით, რაც 13, 750 ლარს უტოლდება.


3. ლუქსემბურგი


ლუქსემბურგში დამწყები პედაგოგის საშუალო დარიცხული ანაზღაურება თვეში 5750 ევროს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით 16, 500 ლარს აჭარბებს.


წარმოიდგინეთ, რამდენი რამის ყიდვას შეძლებდნენ და როგორ გაიუმჯობესებდნენ ცხოვრების ხარისხს ქართველი პედაგოგები, 16, 500 ლარის თუნდაც მეხუთედი მაინც რომ ჰქონოდათ თვეში.


4. დანია


დანიაში დამწყებ მასწავლებელს ყოველთვიური ანაზღაურების სახით 4511 ევროს უხდიან, რაც თითქმის 13 ათასი ლარია. დამეთანხმებით, არც ეს არის მცირე თანხა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩრდილოევროპულ ქვეყანაში მასწავლებელთა ხელფასები სტაჟის და დამსახურების მიხედვით ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს.


5. ესტონეთი


ესტონეთმა საბჭოთა კავშირი საქართველოს მსგავსად 90-იანი წლების დასაწყისში დატოვა. დღეს ესტონეთი აყვავებული ევროპული სახელმწიფოა, თუმცა წარსული ესტონელებს მაინც ახსენებს თავს. ანაზღაურება აქ ისეთი მაღალი ვერ არის, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა დამწყებ ესტონელ პედაგოგს მაინც ბევრად უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე მის კოლეგას საქართველოში. 1315 ევრო ყოველთვიური ანაზღაურების სახით - ასეთი ხელფასით იწყებენ ესტონელი პედაგოგები საკუთარ კარიერას, რაც 3700 ლარს აჭარბებს.


ქართველი პედაგოგების ანაზღაურებას რაც შეეხება, ის 400-დან 1000 ლარამდე მერყეობს. მსგავსი დაბალი ანაზღაურება პედაგოგებს ევროპაში თითქმის არსად არ აქვთ. თვით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ბულგარეთშიც კი პედაგოგების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 644 ევროა, რაც 1854 ლარს უტოლდება.


ამრიგად, საქართველოს მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ფენა, მასწავლებლების ფენა იმაზე გაცილებით უფრო ცუდად ცხოვრობს, ვიდრე ეკონომიკური ზრდა იძლევა ამის შესაძლებლობას. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ საარსებო პროდუქციაზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი და დიდი ალბათობით მონოპოლისტურად არის დაწესებული სხვადასხვა მეწარმეთა მხრიდან, გასაოცარი იმაში არაფერია, თუ რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად და რატომ არ გვეტყობა არც 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა და არც 11 %-იანი.


მასწაა

1
268
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
268
  
2023, 10 თებერვალი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1