x
image
მანანა თურმანიძე
დახმარების ხელი მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთსა და სირიას - უახლესი ინფორმაცია
image

ორშაბათის კატასტროფული მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7800-ს გადააჭარბა. ბრძოლა გადარჩენილთა საძებნად გრძელდება, ასობით ათასი თავშესაფარს ეძებს.


Search and rescue efforts continue in the wreckage of the destroyed buildings in Hatay,  Turkey.


"გარდიან"-ის ცნობით, დადასტურებულია, რომ თურქეთში დაიღუპა 5, 894 ადამიანი, ხოლო სირიაში - 1, 932 ადამიანი, ჯამში 7, 826 ადამიანია დაღუპული უკანასკნელი მონაცემებით. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი განუწყვეტლივ გაიზრდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირების შეფასებით, შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს დაღუპულთა რაოდენობა.


თურქი მეკარე აჰმედ ეიუპ თურქასლანი (28 წლის) გარდაიცვალა ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რაც მისმა კლუბმა "იენი მალატიასპორ"-მა დაადასტურა.



Turkish goalkeeper Ahmet Eyup TurkaslanTurkish goalkeeper Ahmet Eyup TurkaslanTurkish goalkeeper Ahmet Eyup TurkaslanTurkish goalkeeper Ahmet Eyup Turkaslanimage
Turkish goalkeeper Ahmet Eyup Turkaslan

დახმარება იგზავნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან მაშველთა ჯგუფი ერთ-ერთი პირველი დაიძრა უბედურების ზონის მიმართულებით.


ერთ-ერთი თვითმხილველი ბურსადან დახმარებას ითხოვს ინფორმაციის გავრცელების გზით. ჰუსეინ ორალოღლუ, მოგზაური (როგორც თავად უწოდებს თავს), სოციალურ ქსელში წერს: "გულუხვი დონორების საყურადღებოდ, ვისაც სურს დაეხმაროს თურქეთის 10 ქალაქში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებს, მიწისძვრის ზონაში ელექტროენერგია გათიშულია. მათ სჭირდებათ გენერატორები. უსარგებლოა გამათბობლების გაგზავნა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ პროვინციებში.


აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7, 8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17, 9 კმ სიღრმეზე (11 მილი) ქალაქ გაზიანტეპთან.


სეისმოლოგების თქმით, პირველი მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა თურქეთში. გადარჩენილების თქმით, რყევის შეჩერებას ორი წუთი დასჭირდა.


მეორე მიწისძვრა - პირველის მიერ გამოწვეული - 7, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მისი ეპიცენტრი კაჰრამანმარას პროვინციის ელბისტანის რაიონში იყო.


ინციდენტის შემდეგ არაერთი ე.წ. აფტერშოკი დაფიქსირდა, განმეორებითი ბიძგები კვლავაც იგრძნობა რეგიონის მასშტაბით.





0
41
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0