x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
„რომ არა ამერიკის და ევროპის რიგი ქვეყნების სამხედრო დახმარება, დღეს კიევში პუტინის მარიონეტი პრეზიდენტი იქნებოდა ქვეყნის მმართველად"
image
უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში რუსეთმა პრაქტიკულად კიევის შემოგარენში შეაღწია მძიმე ბრძოლების შედეგად.


ამ ბრძოლებში უკრაინელების მხარდამხარ ქართველი პროფესიონალი სამხედროები იბრძოდნენ უცხოელ მოხალისეებთან ერთად.


კიევის დაცემა გარდაუვალი იყო, რადგან დონბასის რეგიონში ომის დაწყების მერე 2014 წლიდან უკრაინას ბევრი არაფერი შეუქმნია სამხედრო თვალსაზრისით, რადგან უკრაინას იმ წლებში ისე "ჭამდა" კორუფცია, როგორც სასიმინდე ნალიაში შემძვრალი ვირთხა ხრავს დაუნდობლად სიმინდს.


უკრაინა, რომელსაც საკმაოდ ანგარიშგასაწევი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ყავდა 1993 წელს, როცა სადესანტო ხომალდებით მოახერხა ქართველი და არა მხოლოდ ქართველი დევნილების ევაკუაცია აგუძერადან ფოთამდე, დაინგრა.


დაინგრა რა, დაჭრეს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში აგებული თითქმის ყველა ხომალდი.


მცირე კატარღით კი კრეისერს ვერ დაუპირისპირდები. ხარკოვის ტანკსარემონტო ქარხანასაც ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ჯავშანტრანსპორტიორების გარდა ტანკების აგება-მოდერნიზებაზე დიდად არ უზრუნია და შესაბამისად ომს პრაქტიკულად რიცხობრივად მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან შედარებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, იგივე სიტუაცია იყო ავიაციის მხრივაც.


საბედნიერიდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსგავსად დასავლეთი შეშფოთება-აღშფოთებით არ შემოფარგლულა, ჯერ უმკაცრესი სანქციები დაუწესეს რუსეთს, შემდეგ კი როცა რუსეთის მოიერიშე ძალების კიევთან შეკავება მოხერხდა, ნელი ტემპით, მაგრამ დაიწყო უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდება, პარალელურად დაიწყო უკრაინელების მომზადება გადასაცემი ტექნიკის ექსპლუტაციისათვის.

სურათი რომელიც "როიტერმა" გააშუქა გერმანული თვითმავალი ჰაუბიციდან "PzH 2000", რუსი აგრესორების პოზიციისკენ ჭურვის გასროლის კადრია დაფიქსირებული.

"Panzerhaubitze 2000"-ესაა თვითმავალი ჰაუბიცა, რომელიც შექმნა გერმანულმა კომპანია "Krauss-Maffei Wegmann"-ა 1998 წელს.


სროლის მანძილი: 30-50 კილომეტრია, აქტიურ-რეაქტიული ჭურვით სროლისას სროლის მანძილი 67 კილომეტრამდე იზრდება.

როგორც ყველა გერმანულ ტექნიკას, აღნიშნულ ჰაუბიცასაც სროლის მაღალი ტემპი და სიზუსტე გააჩნია.


რუსი აგრესორების უკანდახევაში გარკვეულ მიმართულებებზე საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ამ ჰაუბიცის ბატარეებსაც.

თქვენი მონა-მორჩილი თავადაა შემსწრე და მნახველი ერთერთ ყველაზე "ცხელ" მონაკვეთზე როგორ ანადგურებდა აღნიშნული გერმანული ჰაუბიცების ბატარეა რუსი აგრესორების კოლონას.



0
89
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
89