x
ძალიან არ იჩქარო უფალო !!! გზა ისედაც მოკლეა ...

imageმე, ერთი უბრალო პოეტი, ვწერ და ვწერ... ეხლა კი ისევ ვწერ ამას... ვწერ საკუთარ თავზე და არა ვიღაცის ყალბ მეგობრობაზე, ვიღაცის გაცვეთილ სიყვარულზე...არა ! ... თუმცა ხო... იქნებ ეს "ვიღაცა" მე ვარ? ... იქნებ საკუთარ "მე" -ს "ვიღაცაში" ავერიე...თუმცა რაღა აზრი აქვს ამას, მთავარია რომ მე ვწერ !... ვწერ და არ ვიცი რა მინდა საკუთარ თავთან, ან ეს წერა კარგს რას მომიტანს? ისეთს არაფერს... მხოლოდ ჩემს ტკივილს მივფანტავ ფურცლებზე და ამით გულს ვიჯერებ ....
რთული ყოფილა ცხოვრება, ბედისწერა კი მატყუარა ... ჩემს შემთხვევაში ასეა .. ვიცი ამ ფურცლებზე წერით ვერაფერს შევცვლი საკუთარ თავში, მაგრამ ჩემს გულს ტკივილისაგან დავცლი .... ჩემს ტკივილს ფურცლებზე ნელ-ნელა გადმოვიტან, და ტკივილი განელდება .... ყოველ სტრიქონზე ვგრძნობ გული როგორ იცლება ... ტკივლილი ნელდება და მეც კარგად ვარ... მაგრამ ეს საკმარისი არ არის ... კიდევ ბევრი უნდა ვწერო... ბევრი !!!
გვიან მივხვდი რომ ბედნიერება მატყუარაა, და საერთოდ, დედამიწა ტყუილისაგან შესდგება ..რა არის სიმართლე?... არც არაფერი ... როცა მგონია რომ რაღაც სიმართლეა, ეს ჩემი სიმართლე მალე ტყუილად გადაიქცევა...ამას მოყვება ტანჯვა, ცრემლი და ტკივილი ... თუმცა გამოსავალი ისა რომ ...არა !!!.. მაინც ჯიუტად ვინადგურებ საკუთარ თავს .... სარკის წინ საკუთარ თავს ვუთხარი :"რა ჯანდაბა მჭირს? ". პასუხი არავინმა გამსცა .. მხოლოდ მე გამოვიტანე დასკვნა, : - ეგოისტი გავხდი, მეჩვენება თითქოს დედამიწის ერთ-ერთ ქუჩაზე ნასროლი ნაგავი ვარ, რომელიც მიაგდეს და არავინ აქცევს ყურადღებას, არ ვიცი, იქნებ ვაზვიადებ, მაგრამ მე ხომ ამას ვგრძნობ? .. შევიცვალე .. საკუთარი თავი უცხოდ მეჩვენება რომელსაც არ ვიცნობ ... თითქოს მისამართი შეეშალა და აერია გზა ...რომელმაც თავი ჩემს გონებას შეაფარა ... და იქ დარჩა დიდხანს ...ძალიან დიდხანს ... ყალბი მგონია ის დაპირებები და ის სიტყვები რომლებსაც გარშემომყოფები მეუბნებიან, როცა მტკივა ისინი იმაზე ფიქრობენ თუ როგორ გაართონ საკუთარი თავი ... ცოტა გართობა მეც არ მაწყენდა, მაგრამ მათ ჩემთვის სად სცალიათ? .... მგონი მართლა ვაზვიადებ და მეჩვენება რაღაც ... არა, კიარ მეჩვენება ზუსტად ასეა .... მაგრამ აშკარაა რომ საკუთარ თავს მე თვითონ ვანადგურებ ... "გიჟობას" მიშლიან ხოლმე... ამას ჯობია საკუთარ თავს მიხედონ და მაცადონ !!! სულაც არაა სირცხვილი ვიღაცას გიჟი რომ ეგონები, ან ქუჩაში ბოლომდე იყვირებ, თურმე ჩემთვის სირცხვილია ...სირცხვილია როცა სახლში ჩაკეტილი საკუთარ თავს გარეთ ვითავისუფლებ ..
მინდა შევიცვალო, ბევრი ოცნება მინდა მქონდეს .... ხო, ხო, ბევრი ... ალბათ გაოცდით ადამიანნო, თქვენ ხომ ბევრი ოცნებები გაქვთ? ...ოდესღაც მეც მქონდა ბევრი ოცნება ... მაგრამ ეხლა მხოლოდ ერთი ერთი ოცნება მაქვს ! ერთმა ადამიანმა ჩემი ოცნებები დაამსხვრია და წაიღო, მხოლოდ ერთი აუსრულებელი ოცნება დამიტოვა .... 15 წლიდან ვოცნებობ ერთ მამაკაცზე რომელმაც წამართვა, ხელიდან გამომგლიჯა, და თან წაიყვანა ჩემი მეორე "მე" ... მხიარული, ლაღი, ცხოვრებით სავსე .. და დამტოვა ისეთი როგორიც ეხლა ვარ,
საკუთარ თავს მარტო ვერ ვუმკლავდები, არა ! უკვე კმარა !!!!! საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანე -თვითმკვლელობა, არა ! ჩვეულებრივი არა ! მე ფიზიკურად ვიარსებებ, მაგრამ მკვდარი ვიქნები ... საგულდაგულოდ ვემზადები, ნელა ....და აუჩქარებლად ... მინდა ! ძალიან მინდა სამყაროს მოვსწყდე .. და გავფრინდე უსასრულობაში, იქ სადაც ჩემი ოცნება და ჩემი მეორე "მე" მელოდება ... რომელიც გულში ჩამიკრავენ და კვლავ დავუბრუნდები ჩემს "მე"-ს ... იქ გვექნება სახლი ... და როცა მომინდება, ყოველთვის დავუძახებ ხმამაღლა "მამა" !!!! ისე, რომ დედამიწაზე, ადამიანებმა გაიგონონ ჩემი ბედნიერი ხმა !
თუმცა, რომ ვუფიქრდები, ღირს სიცოცხლე? კი... ვიღაცის და რაღაცის გამო ალბათ ღირს, ოდესღაც დასდგება ჩემი აღსასრულის ჟამი .. მაგრამ მანამდე ძალიან დიდხანს მინდა სიცოცხლე ... მანამ სანამ, სადღაც გადაკარგულ ბედნიერებას ვიპოვი და შევიგრძნობ მას ... მე ვრჩები “, ვრჩები დედამიწაზე და განვაგრძობ მის ძებნას ... ღმერთო!- მხოლოდ შენი ნებააა ... მოდი და წამიყვანე შენთან ... მაგრამ ძალიან არ იჩქარო !!! გზა ისედაც მოკლეა ....

8
106
11-ს მოსწონს
ავტორი:ლანუ
ლანუ
106
  
2012, 1 ნოემბერი, 19:39
+1
2012, 10 ოქტომბერი, 15:45
ჰო რავი , :))) :**
2012, 10 ოქტომბერი, 6:45
სევდიანია:(
2012, 30 სექტემბერი, 17:23
მადლობთ :***
2012, 30 სექტემბერი, 11:43
++++++++++++
2012, 30 სექტემბერი, 11:38
+++++++
0 1 8