x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მე არ ვაპირებ ზელენსკის მოკვლას" - ისრაელის ყოფილმა პრემიერმა პუტინთან საუბარი გაიხსენა
image

პოლიტიკოსმა მედიას თავისი მოგონებები გაუზიარა.



ისრაელის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც გასულ წელს შუამავლის როლს ასრულებდა კიევსა და მოსკოვს შორის, მედიას სახელმწიფოს მეთაურებთან საუბრის შინაარსი გაუზიარა.



ადგილობრივი ტელევიზიის მე-12 არხის ეთერში ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე დარწმუნა ებრაელი კოლეგა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდებოდა.



გასული წლის 5 მარტს მოსკოვში გამართული საუბრის შინაარსის გადმოცემისას ბენეტმა განმარტა, რომ მან იცოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.მეტიც, მან იცოდა სად იმალებოდა ზელენსკი.


”ის იმალებოდა ერთ-ერთ ბუნკერში, რომლის შესახებაც არავინ იცოდა”, - განმარტა ბენეტმა.


მან მედიას განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი დაუსვა კითხვა, აპირებდა თუ არა კრემლი უკრაინის პრეზიდენტის მოკვლას.


"მე არ ვაპირებ ზელენსკის მოკვლას", - ციტირებს ებრაელი პოლიტიკოსი პუტინის სიტყვებს.


ამის შემდეგ მან პირობა სთხოვა პუტინს, რომ ეს არასდროს მოხდებოდა. ამაში რუსეთის ლიდერმა დაარწმუნა, ამტკიცებს ყოფილი პრემიერი. შემდეგ აეროპორტისკენ მიმავალმა უკრაინელ პოლიტიკოსს დაურეკა და პუტინის სიტყვები გადასცა.


ამის შემდეგ ზელენსკი ბუნკერიდან გამოვიდა და დაბრუნდა ოფისში და ჩაწერა ვიდეო მესიჯი, სადაც ამბობდა, რომ მას არ ეშინია სიკვდილის.


ყოფილი პრემიერის თქმით, იმ დროს ორივე მხარე „უზარმაზარ დათმობებზე“ წავიდა, უკრაინა " ნატოში" გაწევრიანებაზე უარს ამბობდა.


რაც შეეხება საკუთარ ქმედებებს, ისრაელის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას „სრული კოორდინაციას ჰქონდა“ საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებთან.

0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0