x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
კაცებს ეს პოსტი განსაკუთრებით მოეწონებათ

image


"Harvard Health"-ზე საინტერესო კვლევა გამოქვენდა, რომლის თანახმადაც გენეტიკოსებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაამტკიცეს რომ ეაკულაციის მაღალი სიხშირე პროსტატის კიბოს რისკის შემცირებასთან არის დაკავშირებული.


image


ჰარვარდის კვლევითი ჯგუფი ინფორმაციას 1986 წლიდან აგროვებდა, მასში ყველა მამაკაცი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი გახლდათ, რომელთა შორისაც იყვნენ სტომატოლოგები, ვეტერინარები, ოფთალმოლოგები და ა.შ. 1992 წელს, 46-დან 81 წლამდე ასაკის 29, 342 მამაკაცმა წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ეაკულაცია ჰქონდათ ახალგაზრდა ასაკში (მათ შორის სქესობრივი აქტი და მასტურბაცია).


image


შედეგად, საინტერესო შედეგები მივიღეთ - მამაკაცები, რომლებიც სათესლე სითხის გამონთხევას თვეში 21 -ჯერ ან მეტჯერ ახდენენ პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 31 %-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ეაკულაცია მხოლოდ თვეში 4-7-ჯერ აქვს. შედეგები ცხოვრების სტილის სხვადასხვა ფაქტორის შეფასების შემდეგაც არ შეცვლილა.


image


ჰარვარდის კვლევა ავსტრალიურმაც გაამყარა - იქაც 2338 მამაკაცში აბსოლუტურად იგივე მაჩვენებლები გამოიკვეთა. ერთადერთი, რაც დამატებულ იქნა: მამაკაცები, რომლებიც ეაკულაციას კვირაში 5-7 ჯერ ახდენენ, 70 წლამდე პროსტატის კიბოს დიაგნოზის ალბათობა 36%-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ამ საქმით კვირაში 2 - 3-ჯერ არიან დაკავებულები. კვლევა არ პასუხობს, კონკრეტულად თუ რატომ ჩნდება პროსტატის კიბო, თუმცა ამ ფენომენის შესასწავლად ახალ გზებს ხსნის.










0
890
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
890