x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
NASA-ს $10-მილიარდიანმა ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტას გასაოცარი ფოტო გადაუღო
იმ დღეს, როცა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული ეგზოპლანეტა კამერის ობიექტივში დააფიქსირა, თამამად შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს მზის სისტემის მიღმა არსებული ცთომილის პირველი მსგავსი მკაფიო ფოტოა.


ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეგზოპლანეტა HIP 65426 b-ს რამდენიმე ფოტო გადაუღო. ცნობისათვის, HIP 65426 b გაზის გიგანტია, რომელიც 6-12-ჯერ უფრო დიდია იუპიტერთან შედარებით და ის დედამიწიდან 385 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.


ვები


HIP 65426 b 2017 წელს, ჩილეში მდებარე სამხრეთის ობსერვატორიის მეშვეობით აღმოაჩინეს. ჩილეში მდებარე ტელესკოპი ეგზოპლანეტებს მოკლეტალღოვან ინფრაწითელ სპექტრში აკვირდება, რადგან გრძელ ინფრაწითელ ტალღებს დედამიწის ატმოსფერო სამწუხაროდ ბლოკავს. აღმოჩენა აღმოჩენაა, მაგრამ ჩილეში მდებარე ობსერვატორიამ ვერ მოახერხა HIP 65426 b-ს ფოტოფირზე გადატანა. ჯეიმს ვების ტელესკოპს კი - რადგან ის კოსმოსში მდებარეობს, გრძელი ინფრაწითელი ტალღების დაფიქსირების პრობლემა არ აქვს.



ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა NASA-მ ეგზოპლანეტას ფოტო გადაუღო. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ეს ტელესკოპმა “ჰაბლმა” მოახერხა, თუმცა დედამიწის მიღმა 385 სინათლის წლის მოშორებით მდებარე მქრქალი პლანეტის ასეთი გასაოცარი სიმკვეთრის ფოტო მართლაც არაჩვეულებრივია, მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ HIP 65426 b თავის ვარსკვლავთან შედარებით 10 ათასჯერ ნაკლებ სინათლეს ასხივებს, რომელიც რაღა თქმა უნდა საკუთარი მნათობიდან არეკლილი სინათლეა და არა მის წიაღში, თერმობირთვული რეაქციების მეშვეობით წარმოებული, რადგან HIP 65426 b-ს არ გააჩნია მსგავსი რეაქციების წარმოებისთვის საჭირო კრიტიკული მასა.


ვები


ჯეიმს ვების ტელესკოპს 10 მილიარდი დოლარი და უამრავი საუკეთესო მეცნიერის წლების ფასდაუდებელი შრომა დასჭირდა. მისი მეშვეობით მეცნირები მსგავსი ფოტოების გადაღებას კვლავაც ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი საქმე არ გახლავთ. შორეულ მომავალში ალბათ გვექნება ისეთი სრულყოფილი ტელესკოპები, რითაც ეგზოპლანეტებზე უფრო დეტალურ დაკვირვებას და იქ კონტინენტების დანახვასაც კი შევძლებთ, თუმცა ტექნიკის თანამედროვე დონე ჯერჯერობით ამის შესაძლებლობას არ იძლევა. თავისთავად ისიც თითქმის დაუჯერებელია, რომ დღეს ასობით სინათლის წლის მოშორებით პლანეტის დანახვა მოვახერხეთ.


0
314
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0