x
მეტი
  • 15.04.2024
  • სტატია:134327
  • ვიდეო:352508
  • სურათი:508411
იპოვეთ გველი ფოტოზე
ავსტრალიელი გველების დამჭერი ბრაის ლოკეტი გიწვევთ, იპოვოთ გველი, რომელიც დამალულია ქვემოთ მოცემულ სურათზე.


25 წლის ბრაიან ლოკეტი Snake Catchers Brisbane და Gold Coast-იდან არის გველების დამჭერი ავსტრალიაში.


გველების დამჭერებს უნდა ჰქონდეთ ქორივით ხედვა და უნდა იყვნენ სწრაფები, რომ იპოვონ და უსაფრთხოდ გაანეიტრალონ გველები ავსტრალიის ქალაქების თუ სოფლების საცხოვრებელი უბნებიდან.



დახედეთ სურათს, რამდენად მალე შეამჩნევთ ამ მწვანე ბუჩქებში დამალულ გველს?


image

ცნობილია 200-მდე გველის სახეობა, რომლებიც გვხვდება ავსტრალიაში.აქედან 25 სახეობა პოტენციურად მკვლელად ითვლება.


გველების დამჭერები ხშირად საცხოვრებელ უბნებში იჭერენ გველებს, გამოცდილი მუშაკები მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა იპოვონ და უსაფრთხოდ დააბრუნონ გველები ველურ ბუნებაში.


გასულ თვეში ავსტრალიიდან გავრცელდა ვიდეო, რომელიც გველების დამჭერმა ლიზა ვან გელდერმა, სადაც გველი სახურავიდან ხტება, რათა დამჭერს გაექცეს.


ამ ვიდეოს ნახვის შემდე Moreton Bay-ის რეგიონალური საბჭოს მრჩეველმა მარკ ბუტმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ”კარგი, მე შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში და ისე წავსულიყავი ამ ქვეყნიდან, რომ არ მცოდნოდა, რომ მათ(გველებს) ამის გაკეთება შეუძლიათ…”


ბრაის ლოკეტმა ადრე, 2020 წელს გააზიარა თავის მუშაობის პროცესი.მაგალითად მან აჩვენა მასიური პითონი, რომელიც მან საწვავის ტუმბოს ბუნკერიდან ამოიყვანა.


image

ხალიჩისებურ პითონებს შეუძლიათ გაიზარდონ 3, 6 მეტრამდე და ცხოვრობენ ავსტრალიაში თითქმის ყველგან, ტასმანიის გამოკლებით.


ხეებზე ცხოვრებას ამჯობინებენ და აქტიურობენ როგორც დღისით, ასევე ღამით.


ისინი კლავენ მსხვერპლს მოხრჩობით და კუნთების შეკუმშვით, ძირითადად ნადირობენ პატარა ძუძუმწოვრებზე, ფრინველებზე და ხვლიკებზე, თუმცა ცნობილია, რომ ზოგიერთი მათგანი კლავს შინაურ კატებს და ძაღლებსაც.


მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცნობები ხალიჩისებური პითონის ადამიანებზე თავდასხმის შესახებ, ეს მაინც ძალზე იშვიათად ხდება.


მათთვის ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს ჰაბიტატის განადგურება და ბევრი მათგანი იძულებულია სახლებში შეძვრეს, რომლებსაც უსაფრთხო და ფრთხილად გაყვანა სჭირდებათ.


ახლა კი ფოტოს პასუხი.


image

2
983
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
983
  
2023, 10 აპრილი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 თებერვალი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2