x
მეტი
  • 23.02.2024
  • სტატია:133470
  • ვიდეო:356341
  • სურათი:507937
უნიკალური რეტრო - კადრები, რომლებიც ყველამ უნდა ნახოს
image


რამდენ საიდუმლოს ინახავს ჩვენგან ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შესაძლებლობა წარსულის საიდუმლოებებთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შანსი გვეძლევა. წარმოგიდინოთ იშვიათი ისტორიული ფოტოების სერიას, რომელიც დაგეხმარებათ წარსულის სულ სხვა კუთხით დანახვაში და არაერთი საინტერესო დეტალის აღმოჩენაში.



image


1. მეცნიერი ალექსანდერ გრეიამ ბელი და მისი დამხარეები ფრანზე ტეტრაედრული პანელებით ტესტირებას ატარებენ, 1903 წელი


image


2. ავარია სადგურ მონპარნასზე, რომელიც პარიზში 1895 წლის 22 ოქტომბერს მოხდა, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სარკინიგზო შემთხვევად. მატარებელი, რომელიც 12 ვაგონისგან შედგებოდა სადგურის ბაქანზე შევარდა, მთელი სადგური გაიარა, წინა კედელს შეეჯახა (რომლის სიგანეც დაახლოებით 60 სანტიმეტრი იყო), გაიტანა ის და 10 მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ ქუჩაზე ჩავარდა. ამ დროს ყველა სამგზავრო ვაგონი ბაქანზე იდგა.


image


3. კაცი სახერხ ქარხანაში, 1939 წელი


image


4. პოლიტიკოსი პორფირიო დიასი და მზის ქვა, რომელიც აცტეკებს ეკუთვნოდა, 1910 წელი, მონუმენტი 24 ტონას იწონის. მასზე აცტეკების კოსმოგონია და მზის კულტის სიმბოლოებია გამოსახული.


image


5. ბულგარელი ნეფე - პატარძალი ქორწილის დღეს, 1893 წელი



image


6. ჰუვერის კაშხლის მშენებლობა, 1934 წელი



image


7. მღბავები ბრუკლინის ხიდის კაბელებზე, 1914 წელი



image


8. მოტორიზებული გორგოლაჭებიანი ციგურების გამყიდველი, კალიფორნია, 1961 წელი


image


9. ღამის თევზაობა ჰავაიზე, 1948 წელი



image


10. ელექტროგადამცემ ხაზებზე მომუშავე მუშა, 1911 წელი


image


11. ზღვის ლომი როლანდი თოვლის აბაზანის მიღებისას, 1930 წელი. სხვათა შორის, როლანდი საკმაოდ კარგად ნაკვები ზღვის ლომი გახლდათ, რომლის წონაც თითქმის 2 ტონას აღწევდა.



image


12. ასე გამოიყურებოდა პორტატული გასახდელები, ნიუ-იორკი, 1938 წელი



image



13. ორი ბრიტანელი ქალბატონი თოვლისგან ვიქტორიანელ ქალს ძერწავს, 1892 წელი



image


14. რომანტიკა! წყვილი "აპოლო 8"-ის გაშვებას აკვირდება, 1968 წელი



image


15. მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხენის - ბრუკლინ სუპრიმის ფოტო, 1930 წელი, ცხოველის სიმაღლე დაახლოებით 198 სანტიმეტრს შეადგენდა, წონა კი - 1451 კილოგრამს აღწევდა. გაბარიტების მიუხედავად, ცხენი კეთილი და საკმაოდ დამყოლი ხასიათით გამოირჩეოდა. ის სიამოვნებით კონტაქტობდა ადამიანებთან, რომლებიც ქალაქში მოწყობილი ბაზრობების დროს მის სანახავად მიდიოდნენ.


image


16. ამერიკელი ჯარისკაცები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შინ ბრუნდებიან, 1945 წელი



image


17. ბალახის საკრეჭი კონდიციონერით, 1957 წელი, ასეთი გაზონის საკრეჭით შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ბალახის შეჭრა, არამედ უახლოეს მაღაზიაში კომფორტულადაც წასვლა.


image


18. ავიაკომპანიებისთვის ფრენის სახელმძღვანელო, 1945 წელი







0
521
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
521