სისხლის სამართალი უიშვიათესი შემთხვევა სისხლის სამართალში, "ელექტროსკამით" დასაჯეს არა ადამიანი, არამედ სპილო 2023, 3 თებერვალი, 20:11 ჩვენ, ადამიანებს გვიყვარს სეირის ყურება და ამისათვის შევქმენით ცირკი და ზოოპარკი, როგორც გართობის საშუალება. ძალიან სასიამოვნო საყურებელია ჟონგლიორების მუშაობა ან ეკვილიბრისტების, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელია როცა მათრახის, შოლტის ან რკინის ძელით აიძუულებენ ცხოველებს შეასრულონ ესა თუ ის ბრძანება. კი ბატონო, დათვს ასწავლეს კასრით თამაში, ველოსიპედის და მოტოციკლის ტარებაც, მაგრამ ამით ის არ შეცვლილა, მხეცი მხეცად რჩება და მისი ადგილია ბუნებრივ გარემოში ანუ ტყეში. იგივეს თქმა შეიძლება ლომებზე, ვეფხვებზე და სპილოებზე. აგრესიული მწვრთვნელების მიმართ ხშირად მხეცები აგრესიას გამოხატავენ და არაერთი მწვრთვნელი თუ მისი დამხმარე გამხდარა ცირკის მხეცების მსხვერპლი. არც ზოოპარკია დიდად მისაღები, რატომ უნდა გყავდეს ტყვეობაში ბუნებრივ გარემოს მოწყვეტილი ნადირ-ფრინველი? იმისათვის, რომ ვიღაცამ მათი ნახვით ისიამოვნოს?-არაა ეს სწორი დამოკიდებულება. სწორედ აგრესიული მწვრთვნელების ცუდი დამოკიდებულების გამო აზიურმა სპილომ მეტსახელად "ტოპსიმ", რომელიც ამერიკელი ადამ ფორპოს ცირკში გამოდიოდა ნიუ-იორკის "ლუნა-პარკში", სამი წლის განმავლობაში მოკლა სამი ადამიანი, მათ შორის აგრესიული მწვრთვნელი რომელიც აიძულებდა "ტოპსს" შეეჭამა ანთებული სიგარეტი. საზოგადოების მღელვარებამ პიკს მიაღწია და სპილოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო იმ დროისათვის პირველი შემთხვევა სისხლის სამართლის ისტორიაში, როცა მხეცს სასიკვდილო განაჩენი ოფიციალურად გამოუტანა სასამართლომ. თავიდან სპილოს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, რაც იმ დროს თუ გავითვალისწინებთ მიღებული იყო, ასე სჯიდნენ სხვისი ცხენების რემას ან საქონლის ჯოგის ქურდებს. თუმცა საზოგადოებამ ეს მეთოდი არაჰუმანურად ჩათვალა და "ტოპსს" "ელექტროსკამით" სიკვდილი მიესაჯა (თითქოს ეს ყოფილიყო ჰუმანური). ბუნებრივია სპილოს ჩასაჯდომ ელექროსკამს ნიუ-იორკში კი არა მსოფლიოში ვერ მოიძიებდნენ და საბრალო სპილოს ელექტრნის გამტარი სადენები კიდურებზე, თავზე და ზურგზე დაუმაგრეს. იმ დროისათვის ცვლადი და მუდმივი დენის გამომგონებლების მიმდევრები ერთმანეთს "შავ" პიარს უგორებდნენ, ამიტომაც გამომგონებელმა თომას ედისონმა ითავა ცვლადი დენით სპილოს დასჯა. სპილო მართლაც სიკვდილით დასაჯეს ნიუ-იორკში, კონი-აილენდში. ასე დასაჯეს "ტოპსი". ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ "Посмотреть на YouTube". გავიდა დრო და 1944 წელს ხანძარმა გაანადგურა "ლუნა-პარკი" და მასთან ერთად ატრაქციონების დიდი ნაწილი. მოქალაქეებმა ამ ფაქტს "ტოპსის შურისძიება" უწოდეს. 2000 წელს კონი-აილენდის მუზეუმში "ტოპსის" ქანდაკება დაიდგა. +16 223 4-ს მოსწონს |