x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
ნანა კაკაბაძე: „როდესაც ამ ყველაფრის მომზადებაში თვით სააკაშვილის დედაა ჩართული, გასაგებია, რაოდენ ფართომასშტაბიანი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ"
ნანა კაკაბაძე გიული ალასანია


არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეთქმულება იგეგმებოდა:


„რევოლუცია, ომი თუ მშვიდობა?


ოპოზიციური „ტროიკა“ (ლიაკა+გირჩი ზურაბა +ჭიჭე ვაშაძე), 24 თებერვალს რევოლუციის დაწყებას გვიანონსებს.
ახლად გამომცხვარი, ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი „პოლიტ-ვარსკვლავი" აკია ბარბაქაძე გვეუბნება:
„არავინ დაიჯეროს, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია!"
მოკლედ, 24 თებერვალს უნდა გაისროლოს „ავრორამ"!


მანამდე კი რევოლუციური იდეოლოგიის მომზადებაა საჭირო:
სააკაშვილის თვითდაზიანების გასაღება წამებად, მისი ევროპელი ლობისტების და „თავისუფალი სამყაროს ლიდერის" გულამოსკვნილი გოდება „დემოკრატიის შუქურის" გადასარჩენად, აბაშიძე-კარასინის ჩვეულებრივი საუბრის ჩანაწერის გამო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, ნაფტალინიდან გამოსული ხიდაშელების, გახარიების და სხვების მორალური პედესტალიდან ისტერიული კივილის მჭექარობისა და რიცხოვნობის გაზრდა.


ოპოზიცია, რევოლუციური სცენარის ასამოქმედებლად იმ საერთაშორისო კვლევებსაც კი იყენებს, რომლებშიც საქართველოს პროგრესი ან ხელისუფლების დადებითი ტენდენციებია ასახული.


ამ ხელისუფლების ხელში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა.


კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო მსოფლიოს ოცეულში შევიდა და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასაც გაუსწრო.


NDI-ის კვლევის მიხედვითაც კი „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა 25% უჭერს მხარს, ნაცებს - 6%, ხოლო დანარჩენ პარტიებს. ერთად აღებულს, სულ 13%.


ოპოზიციონერების ლიგიკა ამგვარია:
ვინაიდან, ციფრები მეტყველებს, რომ ოპიზიციას არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა ამოეწურა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ერთადერთ გზად სახელმწიფო გადატრიალება რჩება!


ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად გვესმის ოპოზიციის მოწოდებები - დავამხოთ! გადავატრიალოთ! კინწისკვრით გავყაროთ!


გადამტრიალებლებს (თუ, როგორც ხაბე იტყოდა, გადმომტრიალებლებს) ყველაზე მეტად დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ, ვინაიდან ისინი დაარწმუნეს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თქვენი საყვარელი სათამაშოები ვიყავით, ქოცებმა კი თქვენ ეს სათამაშო წაგართვეს და გატეხეს (ეს სიტყვები ეკუთვნის, „ნაცების" მედიაპროპაგანდისტის ეკა კვესიტაძის მეუღლეს, შოთა უტიაშვილს).


ჰოდა, თუ კვლავ გინდათ ჩვენი სამშობლოთი ითამაშოთ, დაგვამხობინეთ ეს ხელისუფლება და ჩვენზე უკეთეს მონა-მორჩილებს ვერსად იპოვითო.
იგრძნეს რა დასავლეთის მხარდაჭერა, ოპოზიციონერებმა, გადასატრიალებლად დიდი სამზადისი დაიწყეს.


ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს": დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012-ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე.


სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით.


ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იმ დასავლეთისთვის ტირანი სააკაშვილი 2012 წელსაც დემოკრატიის შუქურად რჩებოდა, მაგრამ მისი ხელისუფლებაში შენარჩუნება, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ვერ შეძლო. სააკაშვილი იძულებული გახდა, ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება და ხელისუფლება დათმო.


ასე, რომ სანამ ფუჭ ოცნებებში ჩაიძირებით, მანამდე გაიხსენეთ, რომ ქართველი ხალხი არსად არ გამქრალა! ჩვენ ისევ აქ ვართ!


გადატრიალება თუ გადმოტრიალების მსურველებს შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) სიტყვებს: „გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში".


P.S. როდესაც ამ ყველაფრის მომზადებაში თვით სააკაშვილის მშობელი დედაა ჩართული, რომელიც არა ექიმების, არამედ ლობისტების მითითებებით კვებავს საკუთარ შვილს, როდესაც დასავლეთის ფავორიტი ზელენსკი, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, იცავს უკრაინის საზღვრის დამრღვევ, სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს, გასაგებია, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ამ შეთქმულების ორგანიზატორები მას განუბაჟებელი ტვირთის სახით ჩვენს სამშობლოში აგზავნიდნენ", - წერს ნანა კაკაბაძე.


ნანა კაკაბაძე სქრინი


4
490
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
490
  
2023, 3 თებერვალი, 10:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2023, 3 თებერვალი, 9:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2023, 3 თებერვალი, 8:28
ნაცეთის დიდი უმრავლესობა რუსული აგენტურაა და სწორედ რუსულ საქმეს ეს პარტია(არამარტო) აკეთებს.ელენიკო ხოშტარია ხო გაიშიფრა უკვე თავისი სამემკვიდრეო რუსული ფულით და კიდევ ბევრი არის. მიშაც რუსის აგენტია და ზელინსკიც,დრო გამოაჩენს ყველაფერს. პუტინის პირადი მტერი ვარო კი იძახის მიხა,მარა უფრო პარტნიორია. იგივე ეხება ზელინსკის და მის დასს. პუტინის და რუსების მტრები ვინც იყვნენ,ყველა იმ ქვეყანაში გაისტუმრეს და რა გახდა მიხა ასეთი რო ვერ მიუდგნენ? პუტინი ცნობილია ოპონენტების მოწამვლით და მათი მოკვდნებით,ის ამობს რო სტალინის მოტრფიალე ტიპია,ხოდა არ გავს იმ კაცს,ვისაც ვიღაცის მოშორება უნდა და ვერ იშორებს. რამდენი ოპოზიციური ლიდერი თუ ამერიკის აგენტი გაისტუმრა იმ ქვეყანაში და ესეც რო არ იყოს,სტალინის მოყვარული კაცი არავის დატოვებს ცოცხალს. სტალინი ტროცკის სამხრეთ ამერიკამდე დადევნა მკვლელები და იქ მოკლა,რამეთუ საფრთხეს გრძნობდა. მიხას შემთხვევაში ორი ვარიანტია,მიშა ან რუსის აგენტია ან არაფერს არ წარმოადგენს. მისმა ტვინგამორეცხილმა ფანებმა ერთერთი აირჩიონ,არცერთი არ არის საამაყო.

ისე კი,ამ პოლოტიკური თამაშებით ვიღაცეები დიდ ფულს შოულობენ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებით და ხალხი ამას ვერ აღიქვავს. ერთია რა ჩას და მეორე რა არ ჩანს. როგორც იმ ნაშრომში(რაც ჩანს,რაც არ ჩანს) არის განხილული,ყველაფერს აქვს მეორე მხარე და ყველაფერი ერთი შეხედვით შეიძლება იყოს კარგი,მარა სინამდვილეში არც ისე კარგია და პირიქით. მარტივად რო განვიხილოთ,როცა მთავრობა ხელფასების ზრდას ახორციელებს და საჯარო მოსამსახურებს უხარიათ,მაგრამ სინამდვილეში ინფლაციასთან გვაქვს საქმე და ამ ქმედებით აბალანსებენ სიტუაციას. იმის ნაცვლად რო ფულის მასის შემცრებაზე და ეკონომიკის გაჯანსაღებაზე იზრუნონ,ხელფასებს ზრდიან და ამით ფულის მასას კიდევ უფრო ზრდიან,რაც მილიონობის შოვნის პერსპექტივაა თუ საჭირო ადგილას ხარ. გადატრიალების თემას ეგრე არის,საუბრობენ გადატრიალებაზე და პოლოტიკურ კრიზისზე,ხოლო სინამდვილეში ხდება შემდეგი,რუსის აგენტები ცდილობენ თავი მოაწონონ კრემლს და საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას კლავენ. კანდიდატის სტატუსი ამიტომ არ მოგვცეს,12 პუნქტიან გეგმში უპირველესი პოლარიზიაციის დაწევაა. იმ სამი ქვეყ
2023, 3 თებერვალი, 8:05
კაკაბაძის უფლება დამცველობა არ გაიშვას და ქვეყნის სიყვარული,მარა ამ თემაზე მართალი თქვა. შორს ვარ იმ აზრისგან,რომ მაშტაბური შეტევა ხორციელდება საქართველოზე,მარა ეს პროცესები არაფერ კარგს არ მოგვიტანს. პრობლემა სულ სხვა რამეა,საქართველო იმდენად დამოკიდებულია დასაველთიდან წამოსულ ფულზე რო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ჭირს,თორე მაგარი საგინებლები არიან ევროპელებიც და უკრაინელებიც. არც ის მგონია,რომ ქოცეთი დიდი აზროვნებით გამოირჩევა და არც იმის მჯერა,რომ ისინი სათამაშო არ არიან მესამე პირის ხელში.უბრალოდ,მათი ინტერესია წინააღმდეგობის გაწევა და სულაც არ ნიშნავს რო ისინ ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ,დამთხვევა მხოლოდ.

რაც შეეხება გადატრიალებას,2003 წელი არ არის და შესაბამისად,არც რაიმე გადატრიალების საფრთხე არსებობს,ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშებია და ხალხის გაგიჟების მცდელობა. არც ისეა საქმე რო 20 წლის წინაც გადატრიალება იყო,პოლიტიკური შეთანხმება შედგა და ედიკა წავიდა,ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარეს და ტყუილში აცხოვრეს. თან ყველას გვახსოვს,ედიკასთან მოლაპარაკების შუამავალი რუსეთი იყო და არა ამერიკა,რევოლიციურ სამეულთან ერთად ის რუსის კაცი იყო კრწანისის რეზიდენციაში და ამას რატო მალავენ ვერ ვხდები. დღეს რუსეთს ჩვენთვის არ სცალია და გადატრიალებაც არ იქნება. ამერიკა ეგეთ პოლიტიკას არ ატარებს,ამერიკლეები ყოველთვის ერიდებიან ხელისუფლების გადატრიალების გზით შეცვლას,რადგან მათი მოჩმახული დემოკრატია ამას არ ქადაგებს და თუ ვინმეს სჯერა ამ ტრიალის,მაშინ ეს რუსეთიდან მოხდება და არა ამერიკიდან. ამერიკა დიდ ფულს ხარჯავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში და მათი დაინტერესება არის,რომ საქართველოში ცვლილებები იყოს არჩევნების გზით.რევოლუციები და ტრიალი არის რუსული მეთოდი,რომელიც საუკუნეზე მეტია პოპულარულია.
0 1 4