x
მიხეილ სააკაშვილის წერილი ლევან ხაბეიშვილს-"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარეს

მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც მას პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში არ აპირებს არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას.

imageლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები იყვნენ- ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.ნიკა მელიამ მიიღო ხმების 40%, ნონა მამულაშვილმა- 3.73%, გიორგი მუმლაძემ კი – 3.68%.

ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა პარტიის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა. 1.მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი;
2. პირველ 100 დღეში - პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია;
3. 100 დღეში - თბილისის საქალაქო ოგანიზაციის განახლება-გაძლიერება;
4. ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაცია და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - რეგიონალური ინფრასტრუქტურა;
5. 100 დღეში - ძლიერი პარტიული რეგიონალური ინფრასტრუქტურის გამართვა - ძლიერი რაიონული ორგანიზაცია;
6. 100 დღეში - ენმ-ის საკრებულოს წევრებისგან დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესი;
7. არჩეული მოქნილი მოქმედი პოლიტიკური საბჭო;
8. ქალების აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აქტიური წარმომადგენლობა პარტიულ ინფრასტრუქტურაში;
9. პროექტი ემიგრანტების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
10. 100 დღეში - ენმ-ის სათათბიროს ჩამოყალიბება - მოწვეული იქნებია; სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ჩართულობითაც პარტია შეიმუშავებს საპროგრამო დოკუმენტებს;
11. გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება;
12. პირველ 100 დღეში მოწვეული იქნება ენმ-ის ყრილობა.

0
14
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0