სისხლის სამართალი ბრაზილიელმა კრიმინალებმა დიდი შცდომა დაუშვეს, როცა სამხედრო პოლიციის დაყაჩაღება გადაწყვიტეს 2023, 31 იანვარი, 18:33 არავისთვის არ იქნება სიახლე იმის გაგება, რომ ბრაზილია კრიმინალის კუთხით ერთერთ ყველაზე მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში.
ყაჩაღობები ხდება დღისით-მზისით, აყაჩარებენ გამვლელებს, აყაჩაღებენ მაღაზიებს თუ სუპერ და ჰიპერმარკეტებს, აყაჩაღებენ მცირე ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, ესეც არაფერი-პირდაპირ სახლებში უვარდებიან ოჯახებს და ასეთ დროს ხშირია მსხვერპლიც. შარშან ისე გამწვავდა ბრაზილიის მეგაპოლისებში მდგომარეობა, პოლიციამ დაკარგა კონტროლი პრაქტიკულად ქალაქებზე, თავად პოლიციელების საკმაოდ რიცხვი შეეწირა კრიმინალებთან ბრძოლას. აქედან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლებიდან სამხედრო ბაზებიდან გამოიყვანა ბორბლებიანი ჯავშანტენიკა სამხედროებთან ერთად და ღია ომი გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს, სწრაფმა მოქმედებებმა შედეგი გამოიღო და პოლიციამ მეგაპოლისებზე კონტროლი დაიბრუნა, მაგრამ კრიმინალური სამყაროს ასალაგმად ჯერ კიდევ უზარმაზარი გზა აქვს ბრაზილიას გასასვლელი. ამ სურათზეც შემდეგი სიუჟეტი განვითარდა, სამხედრო პოლიციის ორი ოფიცერი რომელიც ეზოდან გადიოდა მანქანით, სწორედ მაშინ გადაეყარა კრიმინალებს როცა ქალი ოფიცერი ეზოდან გასასვლელად ჭიშკარს აღებდა. კრიმინალებმა ცეცხლი გახსნეს, როგორც კი ფორმიანი ქალი დაინახეს, მაგრამ მან გაქცევით უშველა თავს ხოლო მისმა მეწყვილემ საპასუხო ცეცხლით დაჭრა ერთერთი თავდამსხმელი, რომელმაც გაქცევა მოახერხა მაგრამ შორს წასვლა ვერ მოახერხს, მათ გზა სამხედრო საპატრულო სამსახურის პიკეტმა ჩაუკეტა და როგორც წყარო იუწყება ისინი დააკავეს. ვიდეო ექვემდებარება ცენზურას, ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ: "Посмотреть на YouTube". +16 209 4-ს მოსწონს |