შოუბიზნესი ტრაგედია ანი გიუნტერის ოჯახში 29 იანვარი, 13:45 ![]() "გუშინ, ცხოვრებაში პირველად, ისე ჩავუარე მშობლიურ სახლს რომ არ შევსულვარ დედასთან ჩასახუტებლად, რადგან მეგობრის დედის დაკრძალვაზე ვჩქარობდი…. ხვალ მივალ მეთქი. სიყვარულისთვის ხვალ არ არსებობს, არსებობს დღეს …ხომ მასწავლე, დე…
40 წლის გერმანული წარმოშობის ანი გიუნტერი საზოგადოებამ ტელეკრანებიდან გაიცნო, იგი 10 წელზე მეტია რუსთავი-2-ის უცვლელი წამყვანია, არხიდან წასვლაზე მაშინაც არ უფიქრია, როდესაც ტელეკომპანიაში ფინანსური კრიზისი შეიქმნა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას ანი გიუნტერის ქმართან გაყრილია და ორ შვილს მაშიკოს და ლაზარეს მარტო ზრდის, რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ანი გიუნტერმა რადიო "ფორტუნასთან" განაცხადა: "ჩემი პირადი ბოლომდე პირადად დარჩება. სულ რომ რვა შვილი მყავდეს და კოსმოსში გადავიხადო ქორწილი, როცა მკითხავენ, მაინც არაფერს ვიტყვი. ჩვენ ჩაგვიბეჭდეს, რომ გათხოვება აუცილებელია. მიხარია, რომ აღარ მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა ოჯახის შექმნას, რადგან მე უკვე მყავს გადასარევი ოჯახი ორი გადასარევი შვილით და ვიღაც თუ დააპირებს ამ ოჯახში შემოსვლას, ჩვენ დავფიქრდებით… მაშინ, როცა ოჯახი მყავდა, თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა. განქორწინებაც არ ყოფილა ტრაგედია, რომელმაც დაღი დამასვა. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს ასეთი ლაღი. არ ვარსტერეოტიპების ტყვეობაში და რაღაცის მოლოდინში… შეიძლება, ადამიანთან არაოფიციალურად 15 წელი გაატარო და იყო უბედნიერესი, ორწლიანმა ოფიციალურმა ურთიერთობამ კი ბედნიერება ვერ მოგიტანოს…" 355 2-ს მოსწონს
|